ესენი უნდა წავიდნენ! არჩევნებით წასვლა არ უნდათ, ამიტომ სხვა გზა უნდა იყოს, ეს არის ხალხის პროტესტი, – ამის შესახებ ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ალექსანდრე კვიტაშვილმა “ინტერპრესნიუსს” ევროპის მოედანზე განუცხადა, სადაც ახალი არჩევნების დანიშვნისა და პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით აქცია-მსვლელობა გაიმართება.
ალექსანდრე კვიტაშვილის თქმით, ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის ქონების გადარჩენაზეა მიმართული.
„ხელისუფლება მომართულია ერთი ადამიანის ქონების გადარჩენაზე. მეტი სხვა ინტერესი – არც ქვეყნის მომავალი მათ აღარ აინტერესებთ. არის ერთ ადამიანის ფული, მისი ქონება და ამაზეა ყველა გადართული. როგორც კი ეს კაცი მოაგვარებს თავის ქონებრივ საკითხს, ასე მგონია, მერე სხვანაირად შეიცვლება სიტუაცია. ჯერჯერობით მას აქვს ორი რაღაცის შიში, ერთი არის ფულის დაკარგვის – მეორეა, “ნოვიჩოკის” ან “პოლონიუმი ჩაის” რუსეთიდან. ფაქტია, ქვეყანა გადააყოლეს. პოლიცია პოლიციას აღარ ჰგავს, სასამართლო სასამართლოს, პროკურატურა პროკურატურას აღარ, კატასტროფული მდგომარეობაა ქვეყანაში. ამიტომ, კარგია, რომ ხალხი ამას აპროტესტებს ყოველდღიურად, გაუთავებლად და ასეც უნდა იყოს.
მოთხოვნა არის, ხალხი ვინც არის დაჭერილი გამოვიდნენ თავისუფლებაზე, [ისინი დაკავებულები არიან] ტყუილად და გამოგონილი ბრალდებებით, რატომ სხედან კაცმა არ იცის და რა თქმა უნდა, ესენი უნდა წავიდნენ. არჩევნებით წასვლა არ უნდათ, ამიტომ სხვა გზა უნდა იყოს, ეს არის ხალხის პროტესტი”,- განაცხადა ალექსანდრე კვიტაშვილმა.
