UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ქართველმა ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა Southern Cross Combat-თან ინტერვიუში სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.
დვალიშვილის თქმით, მას მომდევნო ბრძოლის გამართვა შონ ო’მალისთან ან პიოტრ იანთან სურს.
“ო’მალისთან ან იანთან რემატჩი მსურს. ვფიქრობ, UFC-ის ორგანიზატორებიც იმავე აზრზე არიან. ჩემი შემდეგი ბრძოლა აპრილში ან ივნისში იქნება. ნებისმიერი მეტოქისთვის მზად ვარ. კონტრაქტს ველოდები”, – განაცხადა დვალიშვილმა.
შეგახსენებთ, მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი 2024 წლის სექტემბერში შონ’ომალის დამარცხებისთვის მიიღო, ხოლო საჩემპიონო ქამარი 2025 წლის იანვარში უმარ ნურმაგომედოვის დამარცხებით შეინარჩუნა.
იანი-ომალის ბრძოლა იქნება საინტერესო ძალიან. კლოუნი არ იმსახურებს პირდაპირ რემატჩს, თან იანთან ძალიან სადავო ბრძოლა მოიგო 3 წლის უკან და კარგი იქნება მათ შორის გამარჯვებული შეხვდეს მერაბს. მანამდე მერაბმა ფიგუერედოსთან რომ გაივარჯიშოს არ იქნებოდა ურიგო. მგონი თავადვე სურდა მასთან შეხვედრა.
