იულია ნავალნაია აცხადებს, რომ პუტინთან მოლაპარაკებას აზრი არ აქვს

ოპოზიციის ლიდერის ს ქვრივმა, იულიამ, 14 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს აუდიტორიას გაახსენა, რომ მისი ქმარი ერთი წლის წინ ს სასჯელაღსრულების კოლონიაში მოკლეს. იულია ნავალნაიამ მეუღლის სიკვდილში ს პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დაადანაშაულა.
ნავალნაიამ აღნიშნა, რომ პუტინთან, რომელიც იტყუება, მოლაპარაკებას აზრი არ აქვს. “თუ პუტინთან მოლაპარაკებას გადაწყვეტთ, უბრალოდ გახსოვდეთ: ის დაიწყებს მოტყუებას, მოიტყუება, ის ბოლო მომენტში შეცვლის წესებს და გაიძულებთ ითამაშოთ მისი თამაში”, – თქვა პოლიტიკოსის ქვრივმა.
ამასთან, ნავალნაია ამტკიცებს, რომ “პუტინი მალე წავა და რუსეთი თავისუფალი იქნება”. ამის შემდეგ კი გაიხსნება “დემოკრატიული ცვლილებების შესაძლებლობის მოკლე ფანჯარა”. ამ დროისთვის საჭიროა მკაფიო გეგმის არსებობა, მიიჩნევს ნავალნაია. მან ასევე მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას მხარი დაუჭიროს რუსეთის დემოკრატიულ ძალებს.

ასევე დაგაინტერესებთ

“ამ წუთებში, როცა თქვენ ამას კითხულობთ, ირანი – ქვეყანა 92 მილიონზე მეტი მოსახლით – რეალურ დროში ნადგურდება. თითქმის სრული ბლეკაუტი 24 საათზე მეტხანს: არ არის ინტერნეტი, არ არის სატელეფონო კავშირი, საერთოდ არ არსებობს კომუნიკაცია. და — სიჩუმე” (ვიდეო)

დონალდ ტრამპი – კუბა მრავალი წლის განმავლობაში ვენესუელიდან მიღებული ნავთობითა და ფულით ცხოვრობდა – კუბაში ნავთობი და ფული აღარ წავა, ვენესუელას ახლა აშშ ჰყავს, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა