მადლობელი ვარ ოლაფ შოლცთან შეხვედრისთვის, რათა უკრაინის მხარდაჭერისა და საქართველოში დემოკრატიის აღდგენის აუცილებლობის საკითხები განგვეხილა, – ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„მადლობელი ვარ გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან შეხვედრისთვის, რათა უკრაინის მხარდაჭერისა და საქართველოში დემოკრატიის აღდგენის აუცილებლობის საკითხები განგვეხილა. მადლობელი ვარ გერმანიის ქმედებებისთვის, განსაკუთრებით რუსეთიდან ენერგომომარაგების შეწყვეტისთვის! ჩვენ შეგვიძლია მეტის გასაკეთებლად ერთად ვიმუშაოთ და დიქტატორები დავამარცხოთ“, – წერს ჯო უილსონი.
