არსებული ინფორმაციით, პროტესტის მონაწილე თემურ ქათამაძე, რომელიც 30-ე დღეა შიმშილობს, კლინიკაში გადაიყვანეს

პროტესტის მონაწილე თემურ ქათამაძე, რომელიც 30-ე დღეა შიმშილობს, კლინიკაში გადაიყვანეს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თემურ ქათამაძის მეგობარი ადასტურებს.
„დილას ვნახე, ფიზიკურად ძალიან დასუსტებული იყო. ცუდად გამოიყურებოდა, წვერიც არ ჰქონდა გაპარსული, მაგრამ სულიერად მხნედ იყო. საბუთებს აგროვებს თავის საქმეზე. ახლა ადვოკატს ვესაუბრე და მითხრა, რომ კლინიკა „ჰელსიკორში“ გადაიყვანეს”, – განაცხადა „ბათუმელებთან“ თემურ ქათამაძის მეგობარმა ნინო კაკულიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

შსს-ს განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია დუშეთში მომხდარი დაჭრის ფაქტის შესახებ, „თითქოს სამართალდამცველებმა უდანაშაულო პირს ძალის გამოყენებით აღიარებინეს დანაშაული“