სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

პრეზიდენტი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟან-ნოელ ბაროსს შეხვდა. ამის შესახებ ზურაბიშვილმა X-ზე დაწერა.
ზურაბიშვილის ცნობით, მათ მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით პროდუქტიული დისკუსია ჰქონდათ.
ასევე, ზურაბიშვილის თქმით, მან სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის მხარდაჭერის აუცილებლობასაც გაუსვა ხაზი.
“პროდუქტიული დისკუსია მქონდა მინისტრ ჟან-ნოელ ბაროსთან საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით. განვიხილეთ დამატებითი ქმედებები, რომლებიც შეიძლება განხორციელდეს ეროვნულ და ევროკავშირის დონეზე. ხაზი გავუსვი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის მხარდაჭერის აუცილებლობას”, – წერს ზურაბიშვილი.