„ჰამასმა” სამი მძევალი გაათავისუფლა, – ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
„ჰამასმა” მძევლები, 46 წლის იარი ჰორნი, 36 წლის საგუი დეკელ-ჩენი და 29 წლის საშა ტრუფანოვი, გაათავისუფლა.
„ჰამასმა” მძევლები „წითელ ჯვარს” გადასცა.
სანაცვლოდ, ისრაელი დღეს 369 პალესტინელ პატიმარს გაათავისუფლებს, რომელთაგან 24-ის დეპორტაცია მოხდება.
ცნობისთვის, ეს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული მძევლებისა და პატიმრების მეექვსე გაცვლაა. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან „ჰამასმა” 24 მძევალი გაათავისუფლა.
