ვიქტორ ორბანმა უკრაინაში ომის დასრულების სავარაუდო თარიღი დაასახელა

ომი უკრაინაში ექვს თვეზე ნაკლებ დროში შეიძლება დასრულდეს, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ერთ-ერთ ინტერვიუში.
ჟურნალისტის კითხვაზე შეიძლება თუ არა, რომ ეს საკითხი უახლოესი ექვსი თვის განმავლობაში მოგვარდეს, ორბანმა უპასუხა, რომ „ფიქრობს, რომ ეს უფრო ადრე მოხდება“. მისი თქმით, ახლა მშვიდობის მსურველები უფრო მეტნი არიან.
ორბანმა აღნიშნა, რომ მისი ოპტიმიზმი -ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოზიციითაა განპირობებული, რომელმაც არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინაში ომი უნდა დამთავრდეს.
„თუ პრეზიდენტი ტრამპი გამოსავალს ვერ იპოვის, ეს ომი ევროკავშირისთვის შესაძლოა მეორე ავღანეთად იქცეს“, – განაცხადა ორბანმა.
ცნობისთვის, 12 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და -ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომელიც დაახლოებით 1,5 საათს გაგრძელდა. ერთ-ერთი განსახილველი თემა სწორედ -რუსეთის საკითხი იყო. ტრამპი პუტინთან შეხვედრას საუდის არაბეთში გეგმავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი – როცა სინოდზე უხუცესმა მღვდელმთავარმა იკითხა, დევს თუ არა სეიფში ანდერძი, მღვდელმთავრებმა დაამოწმეს, რომ არ დევს, საფუძველი არ გვაქვს, ეჭვი შევიტანოთ – სეიფები სიცოცხლეში მისი უწმინდესობის თანდასწრებით დაილუქა