მიუნხენის კონფერენციაზე ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა ევროპა მორალურად გაანადგურა

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში მიუნხენის კონფერენციას აფასებს.
„სამართალმა პური ჭამა!“- წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ -ს ვიცე-პრეზიდენტმა ევროპა მორალურად გაანადგურა. მისი თქმით, ამერიკის მაღალჩინოსნის მსგავსად, ჩვენი ქვეყანა ელის პასუხებს თუ რატომ არის ევროკავშირში დემოკრატიის უკუსვლა, რატომ დაკარგა ევროპამ უძველესი ღირებულებები და რატომ გახდა მათი მთავარი იარაღი დეზინფორმაცია.
“რა ცუდად დატრიალდა ევროკავშირის ბედის ბორბალი? გამარჯვების ეიფორიით შეპყრობილნი და ამპარტავნებაში ჩავარდნილნი რას წარმოიდგენდნენ, თუ ასე ცოტა ხანში ყველა ცოდვა უკან შეუტრიალდებოდათ? რა დაუნდობელია უფალი უსამართლობის მიმართ?
ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის მსგავსად, ახლა ჩვენ ველით პასუხებს კითხვებზე, რატომ არის ევროკავშირში დემოკრატიის ასეთი უკუსვლა? რატომ დაკარგა ევროპამ უძველესი ღირებულებები და გადაეშვა ლიბერალიზმის ჭაობში? რატომ ერეოდა ევროკავშირი სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკურ საქმეებში? რატომ გახდა ევროპის მთავარი იარაღი დეზინფორმაცია და სხვა…
მიუნხენის კონფერენციაზე ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა ევროპა მორალურად გაანადგურა. ასეთი ღირსებააყრილი ევროპა ისტორიას არ ახსოვს. იმედია, ოპოზიციის დელეგაციას გულის წამლები მაინც აქვთ წაღებული?
და ამ შეურაცხყოფილი ევროლიდერების ფონზე, საქართველოს ხელისუფლება რა ამაყად გამოიყურება!
სამართალმა პური ჭამა!”- წერს თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპას ვუსურვებთ მაქსიმალურ წინსვლას, განვითარებას, კეთილდღეობას, ეს არის ჩვენი კონტინენტი, ყველაზე ძვირფასი სივრცე ჩვენთვის, ევროპის განვითარება ნიშნავს მეტ კეთილდღეობას საქართველოსთვისაც

ევროპელ ჩინოვნიკებს „დიფ სთეითისგან“ აქვთ მიღებული დავალება, რომ მაქსიმალურად დაუპირისპირდნენ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, რაც ძალიან სამწუხაროა, არის სრული, ტოტალური უსამართლობა