ქურდოვანიძე: მოსამართლემ მზიასთვის პატიმრობის შეცვლის თაობაზე შუამდგომლობა დაუშვებლად ცნო

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ნონა ქურდოვანიძის ცნობით, მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა, ს საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო.
ქურდოვანიძის თქმით, ადვოკატები სასამართლოს განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
“ესაა სასამართლოს მორიგი უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მზია ამაღლობელის წინააღმდეგ. არ არსებობს არავითარი საფუძველი, რაც მის პატიმრობას გაამართლებს.
ამ გადაწყვეტილებებით ქართული მართლმსაჯულება საკუთარი უკანონობის ისტორიას წერს”, – წერს ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში.
***
13 თებერვალს, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნელისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის ადვოკატებმა მის წინააღმდეგ აღკვეთი ღონისძიების სახით გამოყენებულ პატიმრობის გაუქმების თაობაზე სასამართლოს მიმართეს.