პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, დეკლარაციის არ შევსებისთვის დააჯარიმეს, რასაც სასამართლოში გაასაჩივრებს

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი აცხადებს, რომ დეკლარაციის არ შევსებისთვის დააჯარიმეს. პეტრე ცისკარიშვილის თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.
„დღეს მივიღე ფოსტით წერილი 1000 ლარიან ჯარიმასთან დაკავშირებით. მაშინ, როდესაც დავასაბუთეთ რატომ არ ვავსებდით ამ დეკლარაციას, იქვე მივუთითეთ, რომ დაწერილი გვაქვს განცხადება, იმ ეტაპისთვის არ იყო დაკმაყოფილებული ჩვენი უფლებამოსილების შეწყვეტა და თავს არ მივიჩნევთ დეპუტატებად, პრაქტიკულად არ ვახორციელებთ ამ უფლებამოსილებას და არ უნდა გვევალებოდეს დეკლარაციის შევსება და მაინც ჯარიმა მოვიდა. ახლა ამას სასამართლოში გავასაჩივრებთ და რაიმე საღი აზრი სასამართლო მართლმსაჯულების შიგნით თუ არსებობს, ადამიანებს, რომლებიც უკვე აღარ ვართ პარლამენტის წევრები, მაინც გვავალდებულებენ ამ დეკლარაციის შევსებას, თუ არადა გვაჯარიმებენ. ასე რომ, თუ სასამართლო სისტემას კონკრეტული დავალება არ მისცეს, იმედი მაქვს, რომ გასაჩივრების შემთხვევაში საღი აზრი გაიმარჯვებს”, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი ვარშავაში მინისტრების შეკრებაზე საქართველოს არ მიწვევაზე – ეს გადაწყვეტილება სამწუხაროა – გამოდის, რომ პოლონეთის ხელისუფლება ვერ აცნობიერებს, რას ნიშნავს კანდიდატის სტატუსი და სააკაშვილთან მეგობრობას უფრო მაღალა აყენებს

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციის გულწრფელობაში ეჭვი გვეპარება, მაგრამ დემოკრატიაა და გამართონ ნებისმიერი მარში – რაც შეეხება ევროკავშირის საელჩოს ღონისძიებას, რადგან პროტოკოლი დაარღვიეს, ჩვენ იქ არ ვიქნებით

ირაკლი კობახიძე – ჩვენ ვიბრძოლეთ და კბილებით გამოვგლიჯეთ ევროკავშირს კანდიდატის სტატუსი – ჩვენ ვართ ხელის გაწვდენის რეჟიმში, როგორც კი დასრულდება მათი მხრიდან უსამართლობა, ყველაფრისთვის მზად ვართ