6 უკანონოდ დაკავებული და ე.წ. ბორდერიზაციის 11 ფაქტი – ერგნეთში ბოლო ოთხ თვეში მომხდარ ინციდენტებზე მსჯელობენ

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში მიმდინარეობს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის(IPRM) ფარგლებში მოქმედი სამუშაო ჯგუფების 123-ე შეხვედრა.
დღის წესრიგის მთავარი თემები ისევ უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლება და ე.წ. საზღვრის მოწყობის პროცესის შეწყვეტაა.
შეხვედრის დაწყებამდე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ერგნეთის წინა შეხვედრის შემდეგ, 19 ნოემბრიდან დღემდე, დაფიქსირდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის 11 შემთხვევა. ნოემბერში – ერთი, დეკემბერში – სამი, იანვარში – ორი, თებერვალში კი – ხუთი.
“პროცესმა მოიცვა გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტები, ძირითადად ეს დესტრუქციული ქმედება ხორციელდებოდა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მიმდებარედ და ეს იყო ღობეებისა და მავთულხლართების განახლების პროცესი”, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.
მისივე ინფორმაციით, ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში ამჟამად საქართველოს ექვსი მოქალაქეა.
მათგან ყველაზე ხანგრძლივად ცხინვალის ციხეში გიორგი მოსიაშვილი იმყოფება. 2023 წელს ის საჩხერის რაიონში დააკავეს და ე.წ. საზღვრის კვეთასთან ერთად, ბრაკონიერობის ბრალდება წაუყენეს.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. მისი თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს სპეციალური წარმომადგენლები. დისკუსიებში მონაწილეობენ საქართველოს ხელისუფლების, -ისა და ს და მის მიერ ოკუპირებული ს და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლები.
2009 წელს ჟენევის დისკუსიების ფარგლებში გადაწყდა ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის(IPRM) შექმნა.