ბიანკა ბალტის შთამბეჭდავი გამოჩენა 2025 წლის სანრემოს მუსიკალურ ფესტივალზე – Marao

იტალიელი მოდელი, ბიანკა ბალტი 2025 წლის სანრემოს მუსიკალური ფესტივალის თანაწამყვანი იყო. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მოდელი სიმსივნეს ებრძვის.
მიუხედავად ამისა, ის აქტიურად აგრძელებს კარიერას და ხშირად ჩნდება საზოგადოებაში სხვადასხვა ფოტოსესიებით:
· “გამოცდილებით მივხვდი, სიმსივნემ უფრო მეტად შემაყვარა ცხოვრება” – ბიანკა ბალტი, როგორც სიმსივნესთან მებრძოლი ძლიერი, მამაცი და ლამაზი ქალი
· “ქალი,რომელიც მონიკა ბელუჩიმაც ვერ დაჩრდილა”: წარმატებული კარიერა, სიმსივნის დიაგნოზი და პირადი ცხოვრება – ბიანკა ბალტი
· ალექს კონსანი ისტორიაში პირველი ტრანსგენდერი ქალი, რომელიც წლის მოდელის ჯილდოზეა ნომინირებული
2022 წლის ბო­ლოს ბალ­ტიმ გე­ნე­ტი­კუ­რი ტეს­ტი გა­ი­კე­თა და აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ BRCA1 გე­ნის მა­ტა­რე­ბე­ლია – ასეთ შემ­თხვე­ვა­ში მკერ­დის კი­ბოს დი­აგ­ნო­ზის დას­მის შან­სი 50%-ია, ხოლო საკ­ვერ­ცხის 30%.
“გა­სულ კვი­რას გა­მოკ­ვლე­ვა ჩა­ვი­ტა­რე და გა­ვი­გე, რომ მუც­ლის ქვე­და ნა­წილ­ში ტკი­ვი­ლი საკ­ვერ­ცხის კი­ბო­თი იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი. ეს იყო ში­შით, ტკი­ვი­ლი­თა და ცრემ­ლე­ბით სავ­სე კვი­რა, მაგ­რამ სიყ­ვა­რუ­ლით, იმე­დით და ძა­ლით სავ­სე ვარ.წინ გრძე­ლი გზა მე­ლის, მაგ­რამ ვიცი, რომ ამას და­ვა­მარ­ცხებ. ჯერ­ჯე­რო­ბით კი­ბომ ის მას­წავ­ლა, რომ თი­თო­ე­ულ დაბ­რკო­ლე­ბა­ში სი­ლა­მა­ზე უნდა და­ვი­ნა­ხო”, – წერდა ბი­ან­კა “ინ­სტაგ­რამ­ზე” და აღ­ნიშ­ნავდა, რომ ოპე­რა­ცია უკვე ჩა­უ­ტარ­და.
სამოდელო კარიერა 20 წლის ასაკში დაიწყო, როცა მაღაზიაში მომუშავე გოგონა მოდის აგენტმა შეამჩნია.
ბალტის ფოტო, რომელიც გადაიღო ფოტოგრაფმა ალექსი ლიუბომირსკიმ, პირველად გამოჩნდა ჟურნალ L’Officiel-ის გარეკანზე 2004 წელს, ხოლო პირველ სარეკლამო კონტრაქტს მოდელმა 2005 წელს მოაწერა ხელი Dolce & Gabbana -სთან. მისი ფოტოები ხშირად იბეჭდებოდა ცნობილი ჟრნალების Vogue, Harper’s Bazaar, Cosmopolitan, Elle, Marie Claire, Jalouse-ის ყდებზე.
2005 წლის გაზაფხული/ზაფხულის ჩვენებიდან, იგი მუშაობდა ისეთი დიზაინერებისა და მოდის სახლებისთვის, როგორებიც არიან: შიატზი ჩენი, კარლ ლაგერფელდი, ჯანფრანკო ფერე, მარკ ჯეიკობსი, ალექსანდრე მაკქუინი, ჟივანში, ზაკ პოზენი, ერმესი, ჯონ გალიანო, გუჩი, ფენდი, ვალენტინო, პრადა, შანელი, კრისტიან დიორი, ვერსაჩე, ოსკარ დე ლა რენტა, ნარცისო როდრიგესი, რალფ ლორენი, კაროლინა ჰერერა და Victoria’s Secret.
2012 წლის ზაფხულში რომში, ტრაიანეს ბაზრობაზე გაიხსნა მოდელისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა.
2016 წლის 1 აგვისტოს დაქორწინდა მეთიუ მაქრეიზე, რომელიც ესპანეთში, მარბელიეზე დასვენებისას გაიცნო. საქორწინო ცერემონია გაიმართა ფულერტონის სასამართლოს შენობაში. წყვილს ჰყავს ქალიშვილი მია მაქ-რეი. მეთიუ მაქ-რეისთან დაშორების შემდეგ, ბიანკა სალ ლაჰოუდს ხვდებოდა. შემდგომში განაახლა მეთიუ მაქ-რეისთან ურთიერთობა. წყვილმა 2017 წლის 1 აგვისტოს ოჯახისა და მეგობრების წინაშე ახალი ერთგულების ფიცი დადო.