UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მოქმედმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ Fullsendpocast-თან ინტერვიუში სხვადასხვა თემის შესახებ ისაუბრა.
“მატადორმა” მომდევნო გასამართ ბრძოლაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ შემდეგი მეტოქის ვინაობაც იცის, მაგრამ მეტოქის ვინაობის გამხელის უფლება არ აქვს.
“ახლა ვერაფერს ვიტყვი, რადგან მთხოვეს, ჯერ ინფორმაცია არ გავავრცელო. თუმცა უახლოეს მომავალში ბრძოლა ოფიციალურად გამოცხადდება. შესაძლოა, ეს შემდეგ კვირაშიც მოხდეს”, – განაცხადა თოფურიამ
ილიამ კომენტარი პედი პიმბლეტზეც გააკეთა:
“მან ასეთი რაღაც თქვა “ახლა მესმის რატომ ჩამოაგდეს რუსებმა ბომბები საქართველოში”. ის საშინლად იქცევა და სისულელეებს აკეთებს, მან შეურაცხყოფა
მიაყენა ჩემს ოჯახს, ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს, იმედია არსად შემხვდება, თორემ თავს მოვაძრობ. გთხოვთ, მას ნუ შემადარებთ, ჩვენ სულ სხვადასხვა დონეზე ვართ”, – განაცხადა თოფურიამ
