რუსული თავდასხმის დრონმა, ძლიერი ფეთქებადი ქობინით, წუხელ დაარტყა საფარს, რომელიც მსოფლიოს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის განადგურებული მე-4 ენერგობლოკის რადიაციისგან იცავს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ეს საფარი უკრაინამ ევროპისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან, მათ შორის ამერიკასთან ერთად ააშენა – „მათთან, ვისაც სურს ხალხის რეალური უსაფრთხოება“.
„ერთადერთი სახელმწიფო მსოფლიოში, რომელიც თავს ესხმის ამგვარ ობიექტებს, ახორციელებს ატომური ელექტროსადგურების ტერიტორიის ოკუპაცია და აწარმოებს ომს ყოველგვარი შედეგების გათვალისწინების გარეშე, არის დღევანდელი რუსეთი და ეს არის ტერორისტული საფრთხე მთელი მსოფლიოსთვის“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, დრონმა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე საფარი დააზიანა. ხანძარი ლიკვიდირებულია.
„ამ დროისთვის რადიაციის დონე არ გაზრდილა და მუდმივი მონიტორინგი მიმდინარეობს“, – წერს ზელენსკი.
