ვოლოდიმირ ზელენსკისა და ჯეი დი ვენსის შეხვედრა გადაიდო

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს შორის შეხვედრა, რომელიც 14 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში უნდა გამართულიყო, გადაიდო, – ინფორმაციას უკრაინული მედია რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების ცნობით, საუბარია შეხვედრის მოგვიანებით გამართვაზე და არა გაუქმებაზე.
ამასთან, უცნობია, გაიმართება თუ არა ზელენსკისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს შორის დღეს დაგეგმილი შეხვედრა, მას შემდეგ რაც თვითმფრინავი, რომელშიც რუბიო იმყოფებოდა, ტექნიკური პრობლემის გამო, ვაშინგტონში დაბრუნდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მიუნხენში სხვა თვითმფრინავით გაემგზავრა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია

შოთა დიღმელაშვილი: მსოფლიოს გარშემო ამ ტაუერებზე სახელის ლიცენზია ბევრჯერ დაკარგულა, ბევრჯერ თავად პროექტი გაჩერებულა, ბათუმის ტრამპ ტაუერის პროექტს ივანიშვილი “ტრიუკს” უწოდებდა. ამ ფაქტების ერთობლიობიდან გამომდინარე შეგვიძლია თამამად ვივარაუდოთ, რომ …