აშშ და ინდოეთი შექმნიან უდიდეს სავაჭრო მარშრუტს, რომელიც ინდოეთიდან ისრაელში, შემდეგ იტალიაში და ბოლოს აშშ-ში ჩავა – ტრამპი

აშშ და ინდოეთი შექმნიან უდიდეს სავაჭრო მარშრუტს, რომელიც ინდოეთიდან ისრაელში, შემდეგ იტალიაში და ბოლოს აშშ-ში ჩავა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ინდოეთის პრემიერ-მინისტრთან, ნარენდრა მოდისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, აღნიშნული სავაჭრო მარშრუტი მოიცავს პორტებს, რკინიგზებს და წყალქვეშა კაბელებს.
დონალდ ტრამპის განცხადებით, მიღწეულია შეთანხმება ნავთობისა და გაზის შესახებ, რაც აშშ-ის ინდოეთის წამყვან მიმწოდებლად აქცევს.
„ნამდვილად არსებობს განსაკუთრებული კავშირი შეერთებულ შტატებსა და ინდოეთს, მსოფლიოს უძველეს დემოკრატიასა და მსოფლიოს უდიდეს დემოკრატიას შორის“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
1tv.ge

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ