ზარქუა: ჩვენ ვთქვით, რომ ზეიმი განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მხარს უჭერდა ხელისუფლებას, ქართველ ხალხს ევროინტეგრაციის გზაზე – ქალბატონი ზურაბიშვილი ამ სიაში არ ეწერა

კანდიდატის სტატუსისადმი მიძღვნილ ზეიმზე, სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლების მისვლას, საპარლამენტო უმრავლესობა გამოეხმაურა.
მათი განცხადებით, ზეიმი განკუთვნილი იყო იმ ხალხისთვის, ვინც ხელისუფლებასა და ქართველ ხალხს ევროინტეგრაციის გზაზე გვერდში ედგა. შესაბამისად, მათი თქმით, ამ სიაში არ ეწერა.
“მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ქალბატონი ჩვენს სახელმწიფოს ებრძოდა. ხომ გახსოვთ მისი განცხადება პარლამენტში: ეს ფსევდორეფორმაა და არ იმსახურებს ეს ხელისუფლება კანდიდატის სტატუსსო. შემდეგ ჩავიდა ევროპაში და თქვა, რომ არ ვარ დარწმუნებული, ამ ხელისუფლებას უნდა თუ არა ევროპული პერსპექტივაო. ჩვენ ვთქვით, რომ ზეიმი განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მხარს უჭერდა და გვერდში ედგა ხელისუფლებას, ქართველ ხალხს ევროინტეგრაციის გზაზე. შესაბამისად, ქალბატონი ზურაბიშვილი ამ სიაში არ ეწერა,” – აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე .

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება