ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი – უკრაინა მიუნხენში რუსებთან შეხვედრას არ გეგმავს

უკრაინის დელეგაცია 14 თებერვალს მიუნხენში რუსებთან შეხვედრის გამართვას არ გეგმავს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, დიმიტრი ლიტვინმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„უკრაინის პოზიცია უცვლელია. ჯერ ამერიკას უნდა ესაუბროს. ევროპა რეალური და ხანგრძლივი მშვიდობის შესახებ ნებისმიერი სერიოზული მოლაპარაკებების მონაწილე უნდა იყოს და რუსებთან მოლაპარაკებების მაგიდაზე მხოლოდ შეთანხმებული საერთო პოზიცია უნდა დაიდოს. ცარიელ მაგიდასთან რუსებს არ ხვდებიან. ახლა მაგიდაზე არაფერია. მიუნხენში რუსებთან მოლაპარაკებები მოსალოდნელი არ არის“, – აღნიშნა დიმიტრი ლიტვინმა.
შეგახსენებთ, -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 14 თებერვალს მიუნხენში აშშ-ის, უკრაინისა და ს წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება.