ქუვეითის ამირა 86 წლის ასაკში გარდაიცვალა

ქუვეითის სამეფო კარის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის მმართველი, ამირა შეიხ ნავაფ ალ-აჰმად ალ-საბაჰი შაბათს, 16 დეკემბერს 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მან -ს მოკავშირე, ნავთობის მომპოვებელ ქვეყანაში ძალაუფლება ხელში 3 წლის წინ, 2020 წლის 29 სექტემბერს აიღო, მას შემდეგ, რაც მისი ნახევარძმა, შეიხ საბაჰ ალ-აჰმად ალ-ჯაბერ ალ-საბაჰი 91 წლის ასაკში აშშ-ში გარდაიცვალა.
ჯერჯერობით არ გასაჯაროებულა შეიხის გარდაცვალების მიზეზი. ის საავადმყოფოში გასული თვის ბოლოს, ჯანმრთელობის გადაუდებელი პრობლემის გამო შეიყვანეს.