ნინო ქათამაძე მისი მოსაზრებების გამო იქნა დაჯარიმებული – ირმა ინაშვილი

ნინო ქათამაძე მისი მოსაზრებების გამო იქნა დაჯარიმებული”– განაცხადა პატრიოტთა ალიანსის მთავარმა მდივანმა ირმა ინაშვილმა “ობიექტივი”-ს ეთერში, როდესაც გამოეხმაურა მომღერალ ნინო ქათამაძისა და სხვა პირების დაჯარიმებას 5000 ლარით, რომლებიც ბათუმში, მოსამართლის სახლთან აქციას მართავდნენ.
“ჩვენ ვნახეთ კადრები, არაფერი კანონდარღვევა იქ არ ყოფილა, იდგა 10-12 ადამიანი და მოსამართლის სახლის წინ მართავდნენ აქციას, სადაც არც ძალადობას ჰქონდა ადგილი, არც დაპირისპირება იყო.
ნინო ქათამაძე არ არის არც მოჩხუბარი, არც კანონდამრღვევი, არც აგრესიული, უბრალოდ, ვიცით, რომ მისი პოლიტიკური სიმპატიები განსხვავებულია. იმის გამო, რომ მას სხვა პოლიტიკური შეხედულება აქვს და სხვა პოლიტიკური ლიდერების თუ პარტიის მიმართ იხრება მისი სიმპატია, არ შეიძლება ამის გამო და მხოლოდ მოსაზრებების გამო იქნეს მიყვანილი სასამართლოში და დაჯარიმებული 5000 ლარით. არ არის ეს ის საქართველო, რაზეც ჩვენ 2011-2012 წლებში იმედებს ვაგებდით”– განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ არ გვაინტერესებს, როგორ ემზადება ამ არჩევნებისთვის ოპოზიცია, გვაქვს ერთადერთი მიზანი – 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნები და აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ მოვიგებთ

ხაზარაძე-ჯაფარიძის კონსორციუმმა ვერ შეძლო ვერც ერთი ინვესტორის მოზიდვა, ამის შემდეგ იკადრეს და სცადეს, ბიუჯეტიდან წაეღოთ ხალხის ფული სრულიად უსამართლოდ, თუმცა, არბიტრაჟმა მიიღო სამართლებრივი გადაწყვეტილება

ევროპელი ელჩი როდესაც კადრულობს, ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერისგან ქირაობს რეზიდენციას, ეს მეტყველებს იმაზე, რომ საერთოდ არაფერი აღარ დარჩა ღირებულებებიდან, რომელიც წარსულში ახასიათებდა ევროპულ ბიუროკრატიას