არაბულ ინვრსტიციაზე გამახსენდა
ქოცნების სწორთმიან უფროს თაობას ემახსოვრება ეს ანეკდოტი: გაგანია 90-იანებია, შიმშილი, უბედურება. ვაკეში რძის მაღაზიასთან თვალუწვდენელი რიგი დგას, ხოლო რიგის ბოლოში ენით უთქმელი, “სვეწკი”, მოწყვეტილი ვარსკვლავთ-გოგონა. ედიკასთან არაბები არიან ჩამოსული და მაგათი თლად უფროსი ლიმუზინით და დაცვის კორტეჟით ათვალიერებს ქალაქს. ბედი იყო, რა იყო… ამ რიგში შეიხმა დაინახა ეს საოცრება გოგო. გააჩერებინა ეს დიდი ამალა, ჩამოვიდა მანქანიდან და მივიდა ამ გოგოსთან (თან თარჯიმნისთვის დაუძახია). ოღონდ ცოლად გამომყევიო, ეგრევე მილიონი დოლარი ანგარიშზეო, პარიზში, ლუვრის გვერდით სახლიო, იახტები, მოახლეები, ვერტმფრენები და მონები ურიცხვი გეყოლებაო. რიგში ხალხი დაიძაბა, შიმშილია, უბედურებაა. ამ გოგომ ჰკითხა: ჯიგარსონ, შენ ვ დანნი მამენტ რამდენი ცოლი გყავსო? იმან უთხრა 224 და შენ იქნები 225-ეო. ეს გოგო მიუტრიალდა და “ბიჭო, შენი ყ–ის რიგში დგომას, რძის რიგში დგომა არ მირჩევნია, ერთი კარგად დამაკვირდიო”. ჰოდა, ბიჭებო, დამიჯერეთ, ყ—ის რიგიდან, ისევ რძის რიგში გადადით, ასე ჯობია…
P.s რადგან “სწორთმიანობა” მცდარად იქნა დაკავშირებული ბოლო აბზაცთან, ვაკონკრეტებ, რომ “რიგიდან რიგში გადასვლა” ეხება პოლიტიკურ გეზს და არა ადამინებს. რა ვქნა მეტი.
ცნობისთვის, აბუ დაბიში ვიზიტისას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა:
“ეს არის 6 მლრდ დოლარის მოცულობის ინვესტიცია, რომელსაც საქართველოში განახორციელებს საინვესტიციო მიმართულებით განსაკუთრებული გამოცდილების მქონე კომპანია – ცნობილი EMAAR ჯგუფი… მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს, მეგობრებს, არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებას და EMAAR ჯგუფს, მის ხელმძღვანელს, ბატონ ალაბარს…”
