“ბიძინას მოღალატეების სია – რა ღირს ივანიშვილის ღალატი და რა კომპენსაცია აქვთ გადასახელი სიის წევრებს?” – გიორგი მუხიგულაშვილი
სამოქალაქო აქტივისტი, გიორგი მუხიგულაშვილი:
ქართული ოცნების საწინააღმდეგო რეზოლუცია მიიღო ევროპარლამენტმა 400 ხმით და ახლა იტყვიან, 400 ნაცია ევროპარლამენტშიო, ან 400 დიფსთეისთელიო.
სერიოზულად არ ვუყურებთ ჩვენ ევროპარლამენტსო და ყველამ სათითაოდ უპასუხა და თუ სერიოზულად არ უყურებენ, რატომ პასუხობენ, მოცლილები არიან? თან რეზოლუციის დამტკიცებიდან, რამდენიმე წუთში რომ გამოაქვეყნეს წინასწარ დაწერილი პასუხი.
არასერიოზულია ეს რეზოლუციაო და ეროვნულმა ბანკმა, ეროვნული ბანკის პრეზიდნეტის საქნცირებას რომ ითხოვთ ეგ ქვეყნის ეკონომიკას და ფინანსურ სისტემას ჩამოშლისო და რანაირად, აბა? თუ ეს დოკუმენტი არასერიოზულია, რანაირად ჩამოშლის არასერიოზული ფარატინა ფურცელი მთელი ქვეყნის საფინანსო სისტემას?
ააა, სერიოზულია? გავლენა აქვს?
გავლენა აქვს და ნათია თურნას გინდათ გადააყოლოთ ქვეყნის ეკონომიკა?
ან ვასიკო მაღლაფერიძეს საზოგადოებრივი არხი?
ან, ყველაფერი ერთად ქვეყნის ‘მამა–მარჩენალს“ რომელიც, მხოლოდ ქველმოქმედებითაა დაკავებულიო და ბოლო სერიაში, აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ერთი პატარა ქარხნიდან ბიტკოინების, მილიარდის მოპარვას ედავება ბაჩიაშვილს. რამდენი მილიარდი უნდა იშოვო, რომ 1 მილიარდის მოპარვა ვერ გაიგო, წარმოგიდგენიათ? თუ მოპარეს საერთოდ, ცხადია.
ჩაირთვება ახლა „გაპრავების სამინისტრო“, რომელსაც ყველაზე მეტი თანამშრომლები ჰყავს და ყველაზე მეტი სტაჟიორები.
რამდენიმე დღით გაზი გაითიშა თბილისში და მანდაც კი აამუშავეს, უგაზობამ შეგაწუხათ და ომი რას გიზამდათო, ჯერ ერთი, რუსი აღარ დგას ჩვენს მიწაზე და არ ვიცი? რას ნიშნავს, ომი არ ვიცით? ომში არ ვართ? და მეორე, ანუ, ეგ გაზის მილი, დაბომბა ვინმემ? თუ რა შუაშია?
ისეთი გატეული აქვთ ტიპებს, თავად რომ იხდიან გაზისთვის თავის ფულს და არ მიეწოდებათ, იმაზეც ვერ იღებენ ხმას და მეტიც, ვინც ხმას ამოიღებს, იმას უნდა დაცხოთო გამოუცხადეს და დასცხეს.
ისეთი გატეული აქვთ ტიპებს, მდინარაძე ვანო მერაბიშვილის ადვოკატი რომ იყოს ოცნების პერიოდში, მერე რა, ხარებაც მერე რა, მურუსიძეც და სანქციებიც მერე რა.
კიდევ ერთი არგუმენტი აქვთ, ესაა ევროპარლამენტის რეკომენდაცია, ეგ არაფერიაო.
ევროპარლამენტი ქვეყანა კი არაა ჯიგრებო, ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლები სხედან მანდ და ევროკავშირის ქვეყნის წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი მაგ რეზოლუციას და გეგონება ახლა, გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი სხვა აზრზე იყოს, ევროპარლამენტს რომ არ ეთქვა.
ფაქტია, არ აღიარებს ქვეყნის ხელისუფლებას არც ამერიკა, არც ევროკავშირი და ქვეყანა ექცევა იზოლაციაში, ამას ისეთი ცუდი შედეგი მოჰყვება, თუ დროულად არ გამოვძვერით ამ მოცემულობიდან, წლები დაგვჭირდება, აქედან ამოსასვლელად, თუ ამოვედით საერთოდ.
და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი:
ვრცელდებოდა ინფორმაცია სხვადასხვა ბიზნესმენების, კარის ბიზნესმენების სანქცირებაზე, ზოგი ღია წყაროებში, ზოგიც – დახურულში.
უპს, არ არიან სიაში.
დაულაგებიათ ჯიგრებს, გამოდის.
დაულაგებიათ სწორედ იმ ამერიკასთან და ევროპასთან, დიფსთეისელების მართულს რომ ეძახის ოცნება და ბიძინა ივანიშვილი მტრად რომ აცხადებს.
ანუ, ბიძინას მტრებთან დალაგებულან და ბიძინასთვის უღალატიათ, ხოდა, ბიძინას მოღალატეების სია უკვე ჩამოწერილი გაქვთ, ქოცებო?
ერთ ასეთ „დალაგებულს“ კალაძემ წაუწკიპურტა რამდენიმე დღის წინ.
წკიპურტი კი არა, დაკავებების სერიაც აღარ უშველის მაგას, ბიზნესმა დაინახა საფრთხე, იზოლაციის, განადგურების, ჩამოშლის და გადაწყვიტა, ამ 2 კაპიკს, რასაც ახლა მოასწრებს, არ გამოეკიდოს და წინ გაიხედოს. ახლა, რომც დაიჭირონ, წამებულად და პოლიტპატიმრად გამოვა მალევე და უკეთ „მოიხოდება“. ასე რომ, არც ეგ ბერკეტი გაჭრის.
ოღოოონდ…
ლაგდებიან ჩუმად, ხალხისგან ჩუმად, მე არ ვიცი, რას დაპირდნენ ამერიკას და ევროპას, ვიცი, რომ ხელი სრულად შეაწმინდეს ბიძინას, გვაიძულებდა, გვატერორებდაო და ზოგმა, ალბათ, კომპრომატზეც გაიკერა ხელი.
და ხალხს, ჯიგრებო?
ხალხს ცემენ, იჭერენ, აჯარიმებენ და თქვენი 5 და 10 ჯარიმის გადახდის უნახავი აქ არავინაა, 5 წუთში აგროვებს ხალხი თითო ჯარიმის ფულს, ერთ წამოძახებაზე.
ამერიკამ და ევროპამ დაგინდოთ, შეიძლება, მაგრამ დღეს და ახლა, ბიძინას მოღალატეები, არასანქცირებულნი ყოფილი ბიძინისტები, რას გააკეთებთ ხალხისთვის, სანაცვლოდ იმისა, რაც წლებია „უპრავეთ“ რეჟიმს? ნაცვლად ამდენწლიანი „კრიშისა“? ნაცვლად ამდენწლიანი ყვლეფისა ხალხის?
გაიფიცებით?
ბოლო თვეების მოგებას ჩამოხვალთ?
ხელფასებს გაზრდით, რათა კონკურენციამ სუნთქვა მაინც დაიწყოს?
პროდუქტებს რეალურ ფასად გაყიდით? – ისევ და ისევ, კონკურენტუნარიანი ბაზრისთვის?
ნორმალურ სამუშაო პირობებზე დაიწყებთ ზრუნვას და ხელისუფლების „კრიშის“ იმედად არ დაიკიდებთ უსაფრთხოებას?
რეალურ, კონკრეტულ კომპრომატებს გამოყრით დღის შუქზე?
რა არის თქვენი ფსონი მომავალ ქართულ, ევროპულ, ჯანსაღ ბაზარზე?
რა არის საფასური თქვენი ღალატის? არა, ბიძინას ღალატზე არ გეკითხებით, ბიძინას ღალატის საფასური თქვენს ჯიბეში ჩაბრუნდა ისევ, ხალხის ამდენწლიანი ღალატის საფასური რა არის, ხალხის ამდენწლიანი ღალატის კომპენსაცია რა იქნება? ხომ არ გგონიათ, მართლა ვინმეს სჯერა, რომ იძულებით იყავით შეყუჟულნი შუშის სასახლის მისაღებში, გინდოდათ, სარგებელი გქონდათ, გაჭმევდათ, ყველაფერზე თვალს გიხუჭავდათ, მუშის სიკვდილი იქნებოდა, თუ სამარცხვინო ხელფასები და შრომის უსაფრთხოების დარღვევა, კონკურენციის მკვლელობა, თუ სურსათის უვნებლობის ჩამოხრჩობა და მაგიტომ იყავით იქ, სადაც ბოლო წლები იყავით.
ამიტომ, კიდევ და ერთხელ და კონკრეტულად გეკითხებით ბიძინას მოღალატეებს, ხალხის ღალატის კომპენსაციისთვის რას ჩამოდიხართ? ევროპული, ჯანსაღი ბაზრისთვის რას გაიღებთ? თუ არაფერს, ზედმეტი ტვირთი და ზედმეტი ნაგავი რატომ უნდა აგიკიდონ ამ ახალგაზრდებმა, ვის ზურგზეც გადადის დღეს რეჟიმის ტერორი და მომავლისთვის ბრძოლა?
