14 თებერვალს, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ეწვევა და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.
ზურაბიშვილი უმაღლესი დონის ორმხრივ შეხვედრებს ევროპის ლიდერებსა და აშშ-ს დელეგაციასთან გამართავს.
საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის კონფერენციის პანელურ დისკუსიებში: ,,საქართველო ყურადღების ცენტრში“ და ,,რუსეთის ჰიბრიდული ტაქტიკა“, სადაც ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე ისაუბრებს.
ასევე, პრეზიდენტი მიუნხენში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება.
