2025 წლის იანვარში საქართველოში $481 მილიონის ნახატები შემოვიდა

2025 წლის იანვარში საქართველოში $481 მილიონის ნახატები შემოვიდა
2025 წლის იანვარში საქართველოში რეკორდული ღირებულების 481 მილიონი დოლარის (1.35 მილიარდი ლარის) ნახატები შემოვიდა – ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის ოპერატიული სტატისტიკის ვებგვერდიდან ხდება ცნობილი.
ხელოვნების ნიმუშების იმპორტის რეკორდული მაჩვენებლის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა პარტია “საქართველოსთვის” წევრმა ბექა ლილუაშვილმა, რომელიც წერს, რომ აღნიშნული ს მიერ განხორციელდა.
„დაიწყო ივანიშვილის მილიარდი დოლარის ღირებულების ხელოვნების ნიმუშების გადმოქაჩვა საქართველოში – ეს ფინ. სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ იმპორტის ოფიციალურ სტატისტიკაშია მოცემული:

თითქმის 500 მლნ დოლარის ღირებულების ძვირადღირებული ნახატები.

მათ შორის, – დან, რაც ნიშნავს, რომ ტრამპთან “დალაგებულ” ივანიშვილს სინამდვილეში ვერაფერიც დაულაგებია, იქედანაც მოარბენინებს ნახატებს.

აი, თუ არ ეშინია ივანიშვილს სანქციების. ამიტომ, ერთად უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა, რომელსაც ყოველთვის აქვს აზრი“, – წერს ლილუაშვილი.