400 ხმით, ევროპარლამენტარები მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თვითგამოცხადებული ხელისუფლების აღიარებაზე უარს ამბობენ, – ამის შესახებ ლატვიელი ევროპარლამენტარი, რიჰარდს კოლსი X-ზე წერს.
“ევროპარლამენტმა 400 ხმით მიიღო რეზოლუცია, რომელიც უარყოფს “ქართული ოცნების” თვითგამოცხადებული ხელისუფლების ლეგიტიმაციას გაყალბებული არჩევნების შემდეგ.
რეზოლუციაში მოცემულია შემდეგი მოთხოვნები:
საქართველოს მმართველი ელიტის ბოიკოტი
სანქციები იმ ოფიციალური პირების წინააღმდეგ, რომლებიც საარჩევნო მანიპულაციებსა და რეპრესიებში მონაწილეობდნენ.
სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმურ პრეზიდენტად აღიარებას;
ახალი, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას.
საქართველოს მომავალი დემოკრატიაშია და არა ავტორიტარიზმისკენ დაბრუნებაში,” – წერს კოლსი განცხადებაში.
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია დაამტკიცა.
