GFFN ჟურნალისტ საშა ტავოლიერიზე დაყრდნობით წერს, რომ პსჟ-ის მწვრთნელი ლუის ენრიკე მეკარე ჯანლუიჯი დონარუმას თამაშით უკმაყოფილოა და კლუბი მის შემცვლელს ეძებს.
“ეკიპის” ცნობით, “პარი სენ ჟერმენი” დონარუმას შემცვლელად ორ კანდიდატს განიხილავს – ლუკა შევალიე (ლილი) და მაიკ მენიანი (მილანი). მენიანს “როსონერისთან” კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულში ეწურება და ჯერ გაგრძელებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწია.
თუ პსჟ-მა მეკარე შეიძინა, დონარუმა იტალიაში დაბრუნდება.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/e76c3e99640b8fed798e599c2d6eef25-ITbjQC-300x200.jpeg)