“ბაიერის” მცველი ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით “ბარსელონაში” გადაბარგდება

Mundo Deportivo-ს ცნობით, “ბაიერის” 29 წლის გერმანელი მცველი ჯონათან ტა, რომელიც ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება, სრულიად უსასყიდლოდ “ბარსელონას” შეუერთდება.
“ლევერკუზენის” უკანახაზელს სხვადასხვა ვარიანტები ჰქონდა, თუმცა არჩევანი საბოლოოდ ესპანური გრანდის სასარგებლოდ შეაჩერა.
მიმდინარე სეზონში ტამ “ლევერკუზენის” ფორმა ყველა ტურნირზე 32 შეხვედრაში მოირგო, სადაც 2 გოლი გაიტანა.