AD.nl-ის ინფორმაციით, “ფეინოორდი” გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე “მანჩესტერ იუნაიტედიდან” დათხოვნილი ერიკ ტენ ჰაგს განიხილავს.
როტერდამულმა გუნდმა ახლახანს ბრაიან პრისკე დაითხოვა, მის ნაცვლად დროებით პასკალ ბოსხარტი მუშაობს და ხელმძღვანელობა ახალ დამრიგებელს ეძებს.
ტენ ჰაგთან ერთად ნიდერლანდური გრანდი როჯერ შმიდტისა და რობინ ვან პერსის კანდიდატურებსაც განიხილავს. შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი დამრიგებელი სამშობლოში “აიაქსში”, “უტრეხტსა” და “იგზლში” უკვე მუშაობდა.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/4aec6b7107f941d69489d971f525c062-XZ8LIR-300x187.jpeg)