არ იქნება „მინსკი 3“. ეს აღარ უნდა მოხდეს! ჩვენ არ უნდა მივცეთ პუტინს უფლება თუნდაც კიდევ ერთი კვადრატული მილით წაიწიოს წინ უკრაინაში – მარკ რუტე

არ იქნება „მინსკი 3“. ეს აღარ უნდა მოხდეს! ჩვენ არ უნდა მივცეთ პუტინს უფლება თუნდაც კიდევ ერთი კვადრატული მილით წაიწიოს წინ ში – მარკ რუტე
არ იქნება „მინსკი 3“. ეს აღარ უნდა მოხდეს! ჩვენ არ უნდა მივცეთ პუტინს უფლება თუნდაც კიდევ ერთი კვადრატული მილით წაიწიოს წინ უკრაინაში, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ თავდაცვის მინისტრების შეხვედრამდე მედიასთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ნებისმიერი საკითხი, რომელიც უკრაინის შესახებ განიხილება აუცილებლად ს ჩართულობით უნდა მოხდეს.
„ჩვენ დღეს გვექნება შეხვედრა უკრაინის თავდაცვის მინისტრ, რუსტემ უმეროვთან. ნებისმიერი საკითხი, რაც უკრაინის შესახებ განიხილება აუცილებლად უნდა წარიმართოს უკრაინის ჩართულობით”, – განაცხადა მარკ რუტემ.
მისივე თქმით, ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი, რასაც თავდაცვის მინისტრები განიხილავენ, ალიანსის თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდაა.
„ჩვენ ასევე განვიხილავთ ნატო-ს თავდაცვის ბიუჯეტს, რადგან მეტია გასაკეთებელი. ჩვენ გვაქვს საოცარი თავდაცვის ინდუსტრიები, თუმცა ეს საკმარისი არ არის”, – განაცხადა მან.
12-13 თებერვალს ნატო-ს თავდაცვის მინისტრები ბრიუსელში წლის პირველ შეხვედრას მართავენ.

ასევე დაგაინტერესებთ