ნავთობის გლობალური მიწოდება 2025 წელს პროგნოზირებულია 104,5 მილიონი ბარელი დღეში რაც 1,6 მილიონი ბარელით მეტია 2024 წელთან შედარებით – ნათქვამია ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) ყოველთვიურ ანგარიშში.
ერთი თვით ადრე, ორგანიზაციის ანალიტიკოსებმა შეაფასეს ნავთობის გლობალური მიწოდება 2025 წელს 104,7 მილიონი ბარელი / დღეში. ამრიგად, მიმდინარე ანგარიშში პროგნოზი 200 ათასი ბარელით შემცირდა.
კორექტირება, უპირველეს ყოვლისა, განპირობებულია OPEC+-ის ქვეყნების მიერ მიწოდების შეფასების გადახედვით, რომელიც შემცირდა 170 ათასი ბარელით/დღეში.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/tegeta_w_h-300x169.jpeg)