კანადის თავდაცვის მინისტრი -სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის მოლაპარაკებებზე – აუცილებელია, რომ ამ მოლაპარაკების ნაწილი იყოს

კანადას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ ვიქნებით უკრაინის გვერდით, რათა უზრუნველვყოთ სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობა, – ამის შესახებ კანადის თავდაცვის მინისტრმა, ბილ ბლერმა ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრამდე ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.
„ვფიქრობ, ბოლო თითქმის სამი წლის განმავლობაში ალიანსი საოცრად ძლიერი და მტკიცეა, რომ ს მიაწოდოს ის საშუალებები, რაც მას ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებული უკანონო შეჭრისგან თავის დასაცავად ესაჭიროება“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია, უკრაინა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში იყოს ჩართული.
„გვაქვს მიმდინარე დისკუსიები -ს პრეზიდენტსა და ვლადიმერ პუტინს შორის. ჩვენი გადმოსახედიდან, აუცილებელია, რომ უკრაინა ამ მოლაპარაკების ნაწილი იყოს და ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ მათი მხარდაჭერა, რათა რაც შეიძლება ძლიერ პოზიციაში იყვნენ“, – აღნიშნა ბილ ბლერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ორბანი – ევროკავშირი გაყინულ რუსულ აქტივებთან დაკავშირებით წერილობით კენჭისყრას გამართავს, რომელიც კავშირს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს – ევროკომისია სისტემატურად არღვევს კანონმდებლობას და ამას ომის გასაგრძელებლად აკეთებს

შალვა პაპუაშვილი – წამყვანი თანამდებობის პირები საათობით დროს ვატარებთ ჟურნალისტებთან და არ გავურბივართ კითხვებს, ეს არის ქართული დემოკრატიის სტანდარტი, რომელთანაც ახლოს ვერ მოდის ზოგიერთი ელჩის სტანდარტი – ფიშერის ფაილი ჩვენთვის დახურულია

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირი იქცა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის, კონფლიქტის და არა მშვიდობის ტერიტორიად – სად ვიქნებოდით წნეხისთვის რომ არ გაგვეძლო? იქ, სადაც უკრაინაა, როდესაც აღარც მშვიდობა შეუძლიათ და აღარც ომი