„ჟურნალისტები დევნის ობიექტები არ უნდა გახდნენ” – აფგან მუხთარლი მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი, რომელიც თბილისისან 2017 წელს გაიტაცეს, “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვს.
“მოვითხოვ ჩემი ქართველი კოლეგის, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ გამომცემლის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ჟურნალისტის სიცოცხლე, რომელიც უკვე 32 დღეა შიმშილობს, სერიოზული საფრთხის ქვეშაა. ივანიშვილის რეჟიმმა პატივი უნდა სცეს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას. ჟურნალისტები დევნის ობიექტები არ უნდა გახდნენ”, – წერს მუხთარლი სოციალურ ქსელში.
მზია ამაღლობელი უკვე 33-ე დღეა შიმშილობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს