უკრაინის გარეშე უკრაინის შესახებ მოლაპარაკება არ შეიძლება – UK-ს თავდაცვის მდივანი

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივნის, ჯონ ჰილის განცხადებით, უკრაინის გარეშე უკრაინის შესახებ მოლაპარაკება არ შეიძლება.
ამის შესახებ მან დღეს, 13 თებერვალს, ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მას შემდეგ, რაც -ის პრეზიდენტი და შეთანხმდნენ ში მიმდინარე ომის დასრულებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ.
12 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბარი გამართა ს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, შემდეგ კი უკრაინის პრეზიდენტ ს ესაუბრა.
„ჩვენ ვნახეთ პრეზიდენტი ტრამპის ზარები ღამით, ყველას გვსურს ვიხილოთ გრძელვადიანი მშვიდობა და არა კონფლიქტის დაბრუნება“, – განაცხადა ჯონ ჰილმა და დასძინა, რომ უკრაინის მიღმაც რუსეთი საფრთხედ რჩება.
მისი თქმით, უკრაინელები მამაცურად იბრძვიან და ნატოს თავდაცვის მინისტრებმა უნდა იმუშაონ იმისთვის, რომ ისინი საუკეთესო მდგომარეობაში იყვნენ, რათა უზრუნველყონ ხანგრძლივი მშვიდობა.