მოკლედ უთხრეს ამერიკელებმა უკრაინელებს – 2014 წლის მდგომარეობით უკრაინას ტერიტორიები აღარ ექნება, ნატოში ვერ შეხვალთ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რუსეთთან ჩვენ მოვილაპარაკებთ, ევროკავშირსა და მათი სახელმწიფოების ლიდერებს არაფერი ესაქმებათ რუსეთ-უკრაინის ომთან
ძალიან მოკლედ უთხრეს ამერიკელებმა უკრაინელებს, 2014 წლის მდგომარეობით უკრაინის ტერიტორიები აღარ ექნება, ეს ერთი. ნატოში ვერ შეხვალთ, აშშ თქვენი ნატოში გაწევრიანების მომხრე არ არის და დანარჩენის აზრი მნიშვნელოვანი არც არის, ეს ორი. არჩევნების ჩატარება აუცილებელია, ეს სამი.
რუსეთთან ჩვენ მოვილაპარაკებთ, ეს ოთხი. რაც შეეხება ევროკავშირისა და მათი სახელმწიფოების ლიდერებს თქვენ არაფერი არ გესაქმებათ რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში, ესეც ხუთი, – წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი. ნიკოლეიშვილი რადიკალურად განწყობილ პირებს მიმართავს და ეკითხება ახლა მაინც თუ ესმით რას გადაურჩა საქართველო მისი ომში ჩაბმა და უკრაინიზაცია რომ არ მოხდა.
„ძალიან მოკლედ უთხრეს ამერიკელებმა უკრაინელებს, 2014 წლის მდგომარეობით უკრაინას ტერიტორიები აღარ ექნება, ეს ერთი. ნატოში ვერ შეხვალთ, აშშ თქვენი ნატოში გაწევრიანების მომხრე არ არის და დანარჩენის აზრი მნიშვნელოვანი არც არის, ეს ორი. არჩევნების ჩატარება აუცილებელია, ეს სამი. რუსეთთან ჩვენ მოვილაპარაკებთ, ეს ოთხი.
რაც შეეხება ევროკავშირისა და მათი სახელმწიფოების ლიდერებს თქვენ არაფერი არ გესაქმებათ რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში, ესეც ხუთი. ახლა, კი ყველა ქართველმა განსაკუთრებით ტოპ-ტვინებმა და რადიკალურად განწყობილმა, აი იმათმა გუშინ და გუშინწინ, რომ ამტკიცებდნენ უკრაინა რუსეთს ომს უგებსო, ახლა მაინც თუ გესმით რას გადაურჩა საქართველო მისი ომში ჩაბმა და უკრაინიზაცია რომ არ მოხდა. ხოლო იმ ხალხს, ვისაც ეს კიდევ არ ესმის, დღესვე შეუძლიათ თავიანთ შვილებიან-მეუღლებიან-საყვარლებიანად წაბრძანდნენ უკრაინაში და იომონ, სანამ ცეცხლის შეწყვეტა ოფიციალურად არ გაფორმებულა, დიდი შანსები აქვთ“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/sozar-subari2-eNBHyu-300x200.jpeg)