მესის მაისური, რომლითაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ითამაშა, აუქციონზე გაიყიდა

მესის მაისურები, რომლითაც არგენტინელმა 2022 წლის კატარის მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზა, აუქციონზე გაიყიდა, ამის შესახებ ინფორმაციას The Sun-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, გასაყიდად სულ 6 მაისური გამოიტანეს, მათ შორის ფინალური მატჩის მაისურიც, მის შესაძენად მსურველებმა ჯამში 7.6 მილიონი ევრო გაიღეს.
შეგახსენებთ, 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი არგენტინის ნაკრების ტრიუმფით დასრულდა. “ალბისელესტემ” ფინალში საფრანგეთის ნაკრები თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა.