ბითაძის 4 დაფარება – “ორლანდომ” “შარლოტი” დაამარცხა [VIDEO]

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში “ორლანდო მეჯიქმა” “შარლოტ ჰორნეტსი” შინ 102:86 დაამარცხა.
გოგა ბითაძე მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში გახლდათ, ქართველმა ცენტრმა მოედანზე 18 წუთი გაატარა, რა დროშიც 1 ქულა, 7 მოხსნა, 2 შედეგიანი პასი და 4 დაფარება მიითვალა. გოგამ ფარს 4-ჯერ შეუტია, თუმცა თამაშიდან ქულის აღება ვერ მოახერხა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე “მეჯიქის” ერთ-ერთი ლიდერი პაოლო ბანკერო გახდა, წარმოშობით იტალიელმა კალათბურთელმა 24 ქულა, 8 მოხსნა, 6 ასისტი და 1 დაფარება დააგროვა.
“ორლანდო” 27 გამარჯვებითა და 29 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7
ადგილს იკავებს, “მეჯიქი” მომდევნო მატჩს 21 თებერვალს “ატლანტა ჰოუქსის” წინააღმდეგ გამართავს.