აშშ-ის ფინანსთა მინისტრის შემდეგ უკრაინაში ჩავა პრეზიდენტ ტრამპის სპეცწარმომადგენელი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ს და უკრაინის საკითხებში კით კელოგი 13-22 თებერვალს ეწვევა გერმანიას, ბელგიას და ს.
-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, კელოგის ვიზიტების ამოცანაა ხელი შეუწყოს პრეზიდენტ ტრამპის მიზანს უკრაინაში მშვიდობის უზრუნველსაყოფად.
სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, კით კელოგი მიუნხენში მონაწილეობას მიიღებს უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაში, ბრიუსელში, ნატოს და ევროკავშირის შტაბ-ბინებში შეხვედრებს გამართავს ევროპელ მოკავშირეებსა და პარტნიორებთან, უკრაინაში კი შეხვდება ხელისუფლების წარმომადგენლებს და კერძო პირებს, რომლებიც თითქმის სამი წელია ომს მამაცურად უძლებენ.
12 თებერვალს კიევში გაიმართა უკრაინის პრეზიდენტ ს და აშშ-ის ფინანსთა მინისტრ სკოტ ბესენტის შეხვედრა. პრეზიდენტ ს ადმინისტრაციას უკრაინის დახმარების სანაცვლოდ ქვეყნის ბუნებრივ რესურსებზე წვდომა სურს.
ბესენტთან შეხვედრის შემდეგ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მოსკოვს არ უნდა მისცენ უკრაინაზე კონტროლის შესაძლებლობა, რასაც თავისუფალი სამყაროს ერთობლივი მუშაობა სჭირდება.
უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, აშშ-ის ფინანსთა მინისტრთან განიხილეს უკრაინის რესურსების პოტენციალი, უსაფრთხოების ეკონომიკური გარანტიები და ეკონომიკური პარტნიორობის დოკუმენტის მომზადება.
ზელენსკის თანახმად, განიხილეს ამერიკული მხარის წინადადებები, ძლიერ გარიგებაზე მუშაობენ და იმედი აქვთ, რომ პროგრესს მიაღწევენ უკვე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, რომელიც ამ კვირაში გაიმართება.
12 თებერვალს, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტელეფონით ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.
იმავე დღეს, ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პუტინს შესაძლოა, საუდის არაბეთში შეხვდეს.
12 თებერვალს ღამით გამოქვეყნდა გერმანიის, საფრანგეთის, პოლონეთის, ესპანეთის, იტალიის, დიდი ბრიტანეთის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის და ევროკომისიის ერთობლივი განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინა და ევროპა უნდა მონაწილეობდნენ ნებისმიერ მოლაპარაკებაში, რომელიც უკრაინას ეხება.
12 თებერვალს აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ უკრაინის დაბრუნება 2014 წლამდე არსებულ საზღვრებში არარეალისტური მიზანია, ისევე, როგორც ნატოში უკრაინის გაწევრება.
ჰეგსეთი ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში დაესწრო უკრაინის დასახმარებლად პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის ინიციატივით 2022 წელს შექმნილი საკონტაქტო ჯგუფის მორიგ შეხვედრას, რომელსაც პირველად არ ხელმძღვანელობდა აშშ-ის თავდაცვის მინისტრი. პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის თხოვნით, სხდომას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ უხელმძღვანელა.
· რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
· პრეზიდენტმა პუტინმა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიზნად გამოაცხადა უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია”.
· უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების, „დამოუკიდებლობის” აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
· 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა თავის ტერიტორიებად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, თუმცა სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
· 2014 წლიდან რუსეთის მიერ ანექსირებულია უკრაინის ს ნახევარკუნძული და ქალაქი სევასტოპოლი.
· უკრაინა თავის მიზნად ასახელებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და უსაფრთხოების მყარი, საერთაშორისო გარანტიების მიღებას.
· პუტინის ხელისუფლება ომის დასრულების პირობებად ასახელებს უკრაინაში უკვე ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ნაწილად აღიარებას და უარს ნატოში უკრაინის მიღებაზე.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ