ქართული პრესის მიმოხილვა 13.02.2025

აზიური გარღვევის მცდელობა – რა სარგებელს მიიღებს საქართველო
ბიზნესი თანდათან გააქტიურდა – შეეგუა თუ არა ბიზნესი ქვეყანაში არსებულ სიტუაციას
კიევს ევროპის უსაფრთხოების გარანტიების არ სჯერა – “ახლა აუქციონია უკრაინის წიაღისეულზე, თუ ვინ უფრო მეტს ჩადებს”
* * *
აზიური გარღვევის მცდელობა – რა სარგებელს მიიღებს საქართველო
“დასავლეთის ბოიკოტის ფონზე, საქართველოს ხელისუფლებამ საგარეო პოლიტიკა აზიის მიმართულებით გაააქტიურა, ბოლო პერიოდში პრემიერ-მინისტრმა მ რამდენიმე ვიზიტი განახორციელა აღმოსავლეთში. ამჯერად არაბთა გაერთიანებულ საამიროებს სტუმრობს, სადაც11-13 თებერვალს დაგეგმილია მსოფლიო მთავრობათა სამიტი. საკითხზე, რატომ გააქტიურდა საქართველოს საგარეო პოლიტიკა აზიის მიმართულებით და რითია გამოწვეული კავშირების ინტენსიფიკაცია, ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ამაზე ქართულ ოპოზიციას თავისი მოსაზრება აქვს, თუმცა ესაა პოლიტიკური პროცესი, როცა “ერთი მხარე გეჩხუბება, მეორისკენ ტრიალდები”. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი “რეზონანსთან” აცხადებს, რომ კობახიძესა და “ოცნების” სხვა წევრებს დასავლეთის დემოკრატიულ ქვეყნებში არ ჩაესვლებათ და ეს გააქტიურებაც ამის გამოძახილია”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით აზიური გარღვევის მცდელობა – რა სარგებელს მიიღებს საქართველო.
“აზიის მიმართულების გააქტიურებაზე ოპოზიციას თავისი აზრი აქვს, რომ დიქტატურისკენ მივდივართო, რუსული მიმართულება გვერდზე გადადეს და აზიური მიმართულება გახდა სალაპარაკო. საპასუხოდ ის მოსაზრება მაქვს, რომ მაგალითად ყაზახეთი რომ ავიღოთ, არიქა პოლიტიკური წყობა იდეალური აქვსო და ამიტომ იქ მივდივართო, ეს სერიოზულად აღსაქმელი არაა, თუმცა აზიაში ვგულისხმობ დიდ მოთამაშეებს და ჩვენ ჩინეთთან გვაქვს სერიოზული ურთიერთობები. ერთ-ერთი სერიოზული ალტერნატივა ჩინეთია, ამ შემთხვევაში ტრანზიტზე ვლაპარაკობთ, რომ ჩინეთის ტრანზიტმა ევროპაში ტვირთები გადაზიდოს და ამან ჩვენზე გაიაროს, ამიტომ აღმოსავლეთის მიმართ მიმართ ინტერესი ბუნებრივია. მეორეს მხრივ, ზოგადად აღმოსავლეთის მიმართ ინტერესი სააკაშვილის პერიოდში გარკვეული თვალსაზრისით შემცირებული იყო, მთელი აქცენტი დასავლეთზე იყო”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
“ახლა შეიძლება ითქვას, რომ ეს ბალანსდება, რადგან თუკი ტრანზიტული ქვეყანა ვართ, ჩვენ ვართ ხიდი აღმოსავლეთ-დასავლეთს შორის. ევროპულმა ქვეყნებმა ჩვენი არსებობა ისე კარგად იციან, რომ ყოველ მეორე დღეს გვაკრიტიკებენ, ახლა აღმოსავლეთის ქვეყნებისკენაც რომ გავიხედოთ ურიგო არაა. მით უმეტეს, იმავე ევროპულ ქვეყნებს თუ დავანახებთ, რომ ურთიერთობაში ალტერნატივა გვაქვს, არც ეს იქნება ურიგო. გაგახსენებთ, რომ 2008 წლის ომის მერე, რადგან ტალიავინის კომისიამაც ჩათვალა, რომ საქართველომ ომის წამოწყებაში გარკვეული როლი ითამაშა, შეცდომით თუ განზრახ და თავისი პასუხისმგებლობა საქართველოს ჰქონდა, 22 თვის განმავლობაში მიშა სააკაშვილს არსად არ პატიჟებდნენ. ბოიკოტის რეჟიმი გამოუცხადეს ევროპელებმა, მიშა კი ირანში წავიდა და ირანელებს შეპირდა ევროპის ბაზრის გახსნას ხელს შევუწყობო, ამ ნაბიჯის მერე მიშას კარებთან განლაგდნენ ევროპელები. ასე, რომ პოლიტიკური პროცესია, რადგან ერთი მხარე გეჩხუბება, მეორე მხარისკენ შეტრიალდები და მერე ამასობაში ხაზი გასწორდება”, – დაასკვნის რამაზ საყვარელიძე.
“კობახიძეს და დე ფაქტო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს უკვე არ ჩაესვლებათ დასავლეთის რომელიმე დემოკრატიულ ქვეყანაში – არც ევროპაში და არც ამერიკაში. გამონაკლისი შეიძლება უნგრეთი და იყოს, სხვაგან არასად არ ჩაესვლებათ და მეორეს მხრივ პირდაპირ ჯერ ვერ ბედავენ, რომ პირდაპირ რუსეთში ჩავიდნენ და ამ მიმართულებით კმაყოფილდებიან. უნდა ითქვას ისიც, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ბრუნვა წლიდან წლამდე იზრდება და ისედაც საქართველო ს თამაშს თამაშობს, როდესაც დემოკრატიულ დასავლეთს შორდება. აქედან გამომდინარე, “ქართულ ოცნებას”, როგორც ხელისუფლებას რამდენიმე აზიური სახელმწიფო აღიარებს, მათ შორის არც ერთი არაა დემოკრატიული, შესაძლოა არაბთა გაერთიანებული საიმიროები მდიდარი და მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყანაა ნავთობით, ერთ სულ მოსახლეზე მშპ 60 ათას დოლარს აღემატება, მაგრამ მეორეს მხრივ ეს დემოკრატიული ქვეყანა არაა”, – მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.
“ფრიდომ ჰაუსის” მონაცემებით, რომელიც ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციაა და რომელიც ამა თუ იმ ქვეყანაში დემოკრატიის ხარიხს ადგენს, არც ერთი ქვეყანა, რომელსაც კობახიძე ესტუმრა დემოკრატიული არაა, ყველა არათავისუფალია. ეს დასავლეთის ბოიკოტის გამო ხდება. ახლა უფრო მნიშვნელოვანი იყო მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე ჩასულიყვნენ, მაგრამ დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა არავის არ სურს კობახიძისა და მისნაირების ნახვა ამ კონფერენციაზე. მთავრობის წევრებზე სავიზო რეჟიმი გაუქმებულიც რომ არ ყოფილიყო, ოფიციალურად არც მიიწვევდნენ, მით უმეტეს სანქციები კიდევ დამატებით პრობლემას ქმნის მათთვის და საერთო ჯამში ქვეყნისთვის. თუნდაც შვებულებითაც რომ მოინდომონ სადმე წასვლა იტალიის, საბერძნეთის, ან ესპანეთის ზღვის სანაპიროზე ვერ წავლენ”, – განაგრძობს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი.
“კარგად გვახსოვს, რომ იგივე თავის დროზე დაპირებებს გასცემდა, რომ მხარდამჭერებს ჰქონოდათ რაღაც იმედი, ახლაც ამ ინვესტიციებზე საუბარიც არარეალურია. 6 მილიარდი დოლარის ინვესტიცია საქართველოში არავის არ ჩაუდია, ადრე უფრო დიდი კომპანიები იყვნენ შემოსულები. ჯერ ერთი, თუ 6 მილიარდზეა საუბარი, მაშინ უნდა დაასახელონ კონკრეტული თარიღი რამდენ ხანში მიიღებს საქართველო ამ თანხას, 2 წელში თუ 50 წელში, სიტყვების თამაშია, ამით მოქალაქეებს აწყნარებენ. ამას იმიტომ აკეთებენ, რომ თითქოს იმედები არსებობს და ვერაფერს დაგვაკლებს დასავლური სანქციები. მაგალითად არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ გვერდზე არ დევს ის ინფორმაცია, რომ 6 მილიარდი დოლარის ინვესტიციას აპირებს, მხოლოდ საუბარია, რომ კი ხელშეკრულება გაფორმდა, მაგრამ კონკრეტულ თანხაზე საუბარი არ იყო”, – ამტკიცებს ნიკა ჩიტაძე.
“პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 11-13 თებერვლის ვიზიტის ფარგლებში ქუვეითის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს, აჰმედ ალ აბდულა ალ აჰმედ ალ საბაჰს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, საუბარი შეეხო საქართველოსა და ქუვეითის სახელმწიფოს შორის როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას. “ირაკლი კობახიძემ ქუვეითის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა… საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოს და სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ტურიზმის, უძრავი ქონებისა და ენერგეტიკის სექტორებში ინვესტირების შესაძლებლობებს… აღინიშნა, რომ ტურიზმი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორია და ამ კუთხით ქუვეითის სახელმწიფოსთან თანამშრომლობის გაღრმავება პრიორიტეტულია”, – ნათქვამია ინფორმაციაში”, – წერს სტატიის ავტორი.
“ქუვეითის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოს მთავრობის მეთაური ქუვეითში ვიზიტით მიიწვია. თავის მხრივ, ირაკლი კობახიძემ აჰმედ ალ აბდულა ალ აჰმედ ალ საბაჰი საქართველოში მოიწვია. ამასთან, კობახიძის თქმით, “საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების პარტნიორობის წარმატებული მაგალითია მემორანდუმის ხელმოწერა, რომელიც უპრეცედენტო ინვესტიციას ითვალისწინებს – 6 მლრდ დოლარის კაპიტალდაბანდებას EMAAღ-ჯგუფი და Eაგლე Hილლს განახორციელებს”… მანამდე კობახიძე 5-6 თებერვალს ყაზახეთში გაემგზავრა, ის ყაზახეთის პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევსა და ოლჟას ბეკტენოვს შეხვდა. კობახიძემ შეხვედრების დასრულებისას განაცხადა, საქართველოსთვის ყაზახეთი არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური პარტნიორი და ამასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორიც. “ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, მაქსიმალურად აღვუდგინოთ ჩვენს ქვეყანას ისტორიული ფუნქცია და ეს ფუნქცია არის ევროპის და აზიის დაკავშირება ერთმანეთთან, აღმოსავლეთის და დასავლეთის დაკავშირება. ამ კუთხით, რა თქმა უნდა, ყაზახეთთან თანამშრომლობას აქვს ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობა”, – განაცხადა პრემიერმა”, – განაგრძობს სტატიის ავტორი.
“კობახიძე უფრო ადრე, მიმდინარე წლის 26 იანვარს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა, რომლის ფარგლებში შეხვედრა გამართა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანთან, ასევე არაბთა გაერთიანებული საამიროების ტოლერანტობის მინისტრთან, შეიხ ნაჰიან ბინ მუბარაქ ალ ნაჰიანთან. კობახიძესთან ერთად პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, თბილისის მერი , აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი იმყოფებოდნენ. როგორც კახა კალაძემ ვიზიტისას თქვა, საქართველოში “მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი დეველოპერული კომპანია Eმაარ Gროუპ-ი შემოდის, რომელიც თბილისსა და აჭარაში, ბათუმში განახორციელებს პროექტებს.საქართველოში”, მისი თქმით, “რამდენიმე მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდება… ეს ნიშნავს, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საქართველოს ურთიერთობა უკვე სულ სხვა საფეხურზე გადავიდა, – დასძენს სტატიის ავტორი.
ბიზნესი თანდათან გააქტიურდა – შეეგუა თუ არა ბიზნესი ქვეყანაში არსებულ სიტუაციას
“პოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად, ეკონომიკა აქტიურობას ინარჩუნებს და ლარის კურსიც სტაბილურია. ეკონომისტები ამის მიზეზად ბიზნესის განწყობას ასახელებენ და თვლიან, რომ სექტორი ქვეყანაში არსებულ სიტუაციას შეეგუა. შესაბამისად, სექტორი უფრო გამოცოცხლდა და სამეწარმეო საქმიანობასაც თამამად აგრძელებს. ყოველ შემთხვევაში, დაბრკოლება ნაკლებადაა, თუმცა გარკვეული გამოწვევაა იმ კუთხით, რომ ახალი პროექტების განხორციელებას და გაფართოებას კომპანიები ჯერჯერობით ვერ ახერხებენ. ეკონომისტების ნაწილი მდგომარეობას ახლა უკვე შედარებით დადებითად აფასებს და მიიჩნევს, რომ ბიზნესი გააქტიურდა, ვინაიდან არსებული ვითარება მიიღო ისე როგორც რეალური მოცემულობა. ეკონომისტი დავით კიკვაძის აზრით, ეს ასეც იქნებოდა”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ბიზნესი ქვეყანაში არსებულ სიტუაციას შეეგუა და თანდათან გააქტიურდა / არ შეიძლება ბიზნესის გაჩერება, ის უნდა ვითარდებოდეს და წინ მიიწევდეს, ამიტომაც კომპანიებმა მიდგომა შეცვალეს.
“ეკონომიკური აგენტები, რომლებიც შესაბამისად რეაგირებენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, გარკვეულწილად შეეგუენ არსებულ მდგომარეობას. თუ აქამდე გაორმაგებული სიფრთხილით ცდილობდნენ სავალუტო რეზერვების შექმნას ან სიფრთხილით ეკიდებოდნენ იმპორტსა და ექსპორტს, ახლა შეეგუენ არსებული მდგომარეობას და პოლიტიკური ვითარება მიიღეს როგორც მოცემულობა. ამან მისცა მათ სიგნალი, რომ გაჩერება შეუძლებელია. არ შეიძლება ბიზნესის გაჩერება. ის უნდა ვითარდებოდეს და წინ მიიწევდეს”, – განუცხადა კიკვაძემ “კომერსანტს”. მანვე ამ ფაქტორით ახსნა ლარის გამყარების ბოლოდროინდელი ტენდენციაც, რადგან ეკონომიკაში განსაკუთრებული ცვლილებები არ მომხდარა, “ბოლო პერიოდში ეროვნულ ბანკს არ გაუკეთებია რაიმე ტიპის ინტერვენციები, შეინარჩუნა არსებული რეფინანსირების განაკვეთი იგივე დონეზე, რამაც სიგნალი მისცა ეკონომიკურ აგენტებს, რომ გააქტიურებულიყვნენ|”. ლარის კურსთან დაკავშირებით ბოლოდროინდელ ტენდენციას დადებითად აფასებენ ექსპერტები. ისინიც ადასტურებენ, რომ ბიზნესი არსებულ მდგომარეობას შეეგუა. ეკონომისტი მერაბ ჯანიაშვილი ფიქრობს, რომ პოლიტიკური ვითარება ეკონომიკაზე ნაკლებად ახდენს გავლენას”, – აღნიშნავს გამოცემა.
“თუკი ბიზნესის ფაქტორზე ვსაუბრობთ, საყურადღებოა გარემოება, რომ პოლიტიკური დაძაბულობა ქვეყანაში მასშტაბურ არეულობაში არ გადაზრდილა. ინვესტიციებზე და გზავნილებზე თუ ახდენს გავლენას, ეკონომიკაზე ჯერჯერობით არც ეს ასახულა. ფაქტია, რომ პირველ თვეებში ლარი გაუფასურდა, მოსახლეობას არასტაბილურობის შეგრძნება გაუჩნდა და უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა გაზარდა, მაგრამ ეს მაინც დროებითი მოვლენა იყო. ნებისმიერმა ერთმა გადაწყვეტილებამ შეიძლება კურსი შეცვალოს. ჯერ მაინც რთულია ბიზნესი გააქტიურდეს. კომპანიები უფრო თავშეკავებულად იქცევიან და პროცესს აკვირდებიან. ეკონომიკური მაჩვენებლებიც აღარ არის ძველებურად მაღალი. ბიზნესს დღეს ყველაზე მეტად ინვესტიციების კუთხით უჭირს, რადგან რაც არ უნდა მოხდეს, დასავლელი ინვესტორები თანხას არ შემოიტანენ და ამის ჩანაცვლება საკმაოდ გაჭირდება”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მერაბ ჯანიაშვილი.
“ასეა თუ ისე, უნდა ითქვას, რომ ბიზნესი, როგორც ცოცხალი ორგანიზმი, არსებულ მდგომარეობას შეეგუა. რაღაც მასშტაბით გააგრძელებს ოპერირებას, მაგრამ ახალი პროექტების განხორციელება, საშტატო ერთეულის გაზრდა, გაფართოება და ინვესტირება ჯერჯერობით ვერ მოხერხდება. ეს არის აქ პრობლემა, თორემ ეკონომიკურ მაჩვენებლებსაც დიდად არ დაეტყობა. რაც შეეხება გაცვლით კურსს, დოლარზე მოთხოვნა შემცირებულია. ს შემდეგ პირველ ეტაპზე პანიკურად იყო მოთხოვნა და მერე თანდათან ჩაწყნარდა. ეს ძირითადი ფაქტორია, რაც ლარს გაუფასურებისგან იცავს”, – ამტკიცებს ჯანიაშვილი. აღნიშნულ მოსაზრებას იზიარებს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარიც, თუმცა არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ბიზნესი არსებულ მოცემულობას ეგუება”, – განაგრძობს გამოცემა.
“რასაკვირველია ბიზნესი ვერ გაჩერდება და საქმიანობას აგრძელებს, თუმცა იმის თქმა, რომ არასტაბილურ გარემოს შეეგუა, ნამდვილად არ არის სწორი. მართალია, კომპანიები ცდილობენ, რომ გარკვეულწილად ამუშავდნენ, ეს კარგია, მაგრამ სკეპტიციზმი მაინც აშკარაა. პოლიტიკურ კრიზისშია ქვეყანა, რაც არასტაბილურობას იწვევს. ეს არის ბიზნესისთვის დღეს ყველაზე დიდი გამოწვევა. არსებული დაძაბულობა ეხება როგორც ტურიზმს, ასევე უძრავი ქონების ბაზარს და სხვა. არაფერს ვამბობთ ინვესტიციებზე. საერთო ჯამში კი, დღევანდელ ვითარებას ყველა სექტორი თავისებურად აღიქვამს. რაც შეეხება ლარის კურსს, გარკვეული რაოდენობის უცხოური ვალუტა ბაზრიდან ამოიღეს და გაუფასურების ფაქტორი, ძირითადად, ამან განაპირობა. გამყარება არა ეკონომიკურ აქტივობასთან, არამედ კონკრეტულ სავალუტო შემოდინებებთან არის დაკავშირებული. ეს ბოლო პერიოდში მოსალოდნელიც იყო. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული არაფერია და ამის თქმა, რომ ეკონომიკა აქტიურდება, ჯერ არ შეიძლება. ჩემი კოლეგების მოსაზრებას პატივს ვცემ, მაგრამ ვერ დავეთანხმები“, – დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ბაირახტარი.
კიევს ევროპის უსაფრთხოების გარანტიების არ სჯერა – “ახლა აუქციონია უკრაინის წიაღისეულზე, თუ ვინ უფრო მეტს ჩადებს”
“ამერიკის გარეშე უსაფრთხოების გარანტიები რეალური უსაფრთხოების გარანტიები არაა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა `გარდიანთან~ ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, თუ -ის პრეზიდენტი, უკრაინისთვის ამერიკულ დახმარებას შეაჩერებს, ევროპა შექმნილი სივრცის შევსებას ვერ შეძლებს. “არის ხმები, რომლებიც ამბობენ, რომ ევროპას შეუძლია უსაფრთხოების გარანტიების გაცემა ამერიკელების გარეშე, და ყოველთვის ვამბობ, რომ არა. ამერიკის გარეშე უსაფრთხოების გარანტიები არაა… მათ, ვინც უკრაინის გადარჩენაში გვეხმარება, (შანსი ექნებათ) მოახდინონ მისი რესტავრაცია, თავისი ბიზნესებით უკრაინულ ბიზნესთან ერთად. ამ ყველაფერზე მზად ვართ დეტალურად ვისაუბროთ”, – განაცხადა ზელენსკიმ. ის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრება, რომელიც 14 თებერვალს იხსნება და მასზე უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ, ჯეი დი ვენსთან შეხვედრას გეგმავს”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით კიევს ევროპის უსაფრთხოების გარანტიების არ სჯერა – “ახლა აუქციონია უკრაინის წიაღისეულზე, თუ ვინ უფრო მეტს ჩადებს”.
“ვოლოდიმირ ზელენსკი მიუნხენში ტრამპის ადმინისტრაციის სხვა წევრებთან შეხვედრებს გეგმავს, ისევე როგორც ამერიკელ სენატორებთან, თუმცა თავად ტრამპთან შეხვედრისთვის “თარიღი ჯერ არ არის”. ამასთან, გასულ კვირას ტრამპმა განაცხადა, რომ მომდევნო კვირას ის სავარაუდოდ, ზელენსკის შეხვდებოდა. “ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი გუნდები შეერთებულ შტატებში შეხვედრების თარიღსა და გეგმას შეათანხმებენ; როგორც კი შეთანხმდება, მზად ვართ, მზად ვარ”, – განაცხადა ზელენსკიმ. ანალიტიკოს გია აბაშიძის შეფასებით, ევროპის უსაფრთხოება ამერიკის სამხედრო ძალაზეა დამოკიდებული. “სამწუხარო მოცემულობა ის არის, რომ ევროპის უსაფრთხოება დიდი ხანია იყო, არის და ახლო მომავალშიც დამოკიდებული იქნება ამერიკის სამხედრო ძალაზე. ის შეუჩერებელი მოწოდებები ვაშინგტონიდან, რომ ევროპამ საკუთარი უსაფრთხოება უნდა გააძლიეროს ჯერჯერობით პრაქტიკაში ნაკლებად ჩანს. ამავე დროს, ჩვენ გვესმის ტრამპის განცხადება, რომ თუ მას წვდომა ექნება უკრაინის სასარგებლო წიაღისეულზე და ამისთვის მზად არის, ის უზრუნველყოფს უკრაინის უსაფრთხოებას”, -ამბობს აბაშიძე და ამტკიცებს, რომ `ფაქტია, ამ სასარგებლო წიაღისეულზე საკმაოდ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციებია, თუ რომელ ტერიტორიაზეა ეს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, თუ მის სიახლოვეს”, – აღნიშნავს გამოცემა.
“თუმცა, ეს ყველაფერი, რომ შევაჯამოთ, გამოდის ახლა აუქციონია უკრაინის წიაღისეულზე, თუ ვინ უფრო მეტს ჩადებს, ის იქნება უკრაინის დამცველი? და სად არის აქ ევროკავშირში და ნატოში ევროინტეგრაცია? გუშინ კიდევ უფრო შოკისმომგვრელი ინფორმაცია იყო, როცა ზელენსკიმ თქვა, რომ ის მზადაა პუტინთან დაჯდეს და ტერიტორიების გაცვლაზე მოლაპარაკება აწარმოოს. ამ ყველაფერს ემატება, რომ ტრამპი ეკონომიკურად დაპირისპირებულია ევროპასთან, სატარიფო სავაჭრო პოლიტიკით. რასაკვირველია, ეს სიტუაციას ართულებს”, – თვლის გია აბაშიძე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტერის პროფესორისა და ანალიტიკოსის, ნიკა ჩიტაძის აზრით კი, ევროპას შეუძლია ს უსაფრთხოების გარანტიები მისცეს, თუმცა, მისივე თქმით, ამერიკის გარეშე სრულყოფილი ვერ იქნება”, – დასძენს გამოცემა.
“ევროპას უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები, რომ მისცეს, გარკვეულწილად შეუძლია, რადგან საფრანგეთს, დიდი ბრიტანეთს სამხედრო პოტენციალი საკმაოდ მაღალია. თუმცაღა ეს საკმარისი ვერ იქნება, რადგან ვიცით, ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო ხარჯების დაახლოებით 70% მოდის ამერიკის წილად. ამერიკა თავდაცვაზე ყოველწლიურად 850 მილიარდ დოლაზე მეტ თანხას გამოყოფს. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ უკრაინის სრულყოფილი დახმარება იქნება, თუ ამერიკა ამ მიმართულებით ევროპელ პარტნიორებთან ერთად იმუშავებს”, – მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.