ევროპარლამენტის რეზოლუცია არ ღირს ჩირის ფასად – გიორგი ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ევროპარლამენტის იმ რეზოლუციას აფასებს, რომელსაც კენჭს დღეს უყრიან. მისი განცხადებით, ევროპარლამენტის რეზოლუციას ჩირის ფასიც არ აქვს.
„ევროპარლამენტს არ შეუცვლია არც ზნე, არც ჩვევები. ის რეზოლუციები, რაც აქამდე იყო მიღებული, ახალი პროექტისგან არაფრით განსხვავდება. რაც შეეხება ამ დესპანებს, რომლებიც ჩავიდნენ იმისათვის, რათა ევროპარლამენტის წინაშე გამოვიდნენ კვლავ რაღაც გაუგებარი პროგრამით და პერფორმანსით, ერთადერთი აქვთ მიზნად, რომ როგორმე სირთულე შეუქმნან საკუთარ ქვეყანას. არც ევროპარლამენტის რეზოლუცია არ ღირს ჩირის ფასად და არც ამ თაღლითების გამოსვლას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ევროპარლამენტი დღეს საქართველოს საკითხზე რეზოლუციას კენჭს უყრის.
რეზოლუციაში, სავარაუდოდ შესული იქნება ს დაუყოვნებლივ გათავისუფლების, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხის გადახედვის, ს, მაღალჩინოსნების, მედიამფლობელებისა და მოსამართლეების დასანქცირების საკითხები.
სტრასბურგში იმყოფებიან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები – და ზურა გირჩი ჯაფარიძე. ისინი ევროპარლამენტში სიტყვით უკვე გამოვიდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

სუს – ვერ მოხერხდა ერთადერთი მოწმის, ლაშა შერგელაშვილის გამოკითხვა, რომლის ინფორმაციასაც მნიშვნელოვანწილად ეყრდნობოდა BBC – მის მიმართ მიმდინარეობს სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები „ტროტილის“ საქმეზე

სუს – 4-5 დეკემბრის ღამით მასების მართვისათვის გამოყენებული იქნა ნივთიერება ,,ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი'', რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ,,პროპილენ გლიკოლის'' ხსნარი, არცერთი არ განეკუთვნება აკრძალულ კატეგორიას – ,,კამიტი” კი შსს-ს არასდროს შეუძენია

სუს – ვინაიდან ე.წ. ,,კამიტის“ გამოყენების გამოგონილ ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები ამოწურულია, გრძელდება გამოძიება იმ შესაძლო დანაშაულის შესახებ, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს