ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით უკრაინის პოზიცია არ იცვლება, – ასე გამოეხმაურა უკრაინის თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი ამერიკელი კოლეგის, პიტ ჰეგსტერის განცხადებას უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
„უკრაინის პოზიცია უცვლელია – უკრაინას სურს იყოს ნატო-ს წევრი ქვეყანა და გახდება ასეთი ქვეყანა“, – განუცხადა უმეროვმა ჟურნალისტებს ბრიუსელში, „რამშტაინის“ ფორმატში გამართული უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ.
მისივე თქმით, უკრაინა ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდება.
„ვინარჩუნებთ თავდაცვისუნარიანობას და შეგვიძლია ამის გაკეთება. ჩვენ გვაქვს ჩვენი პრიორიტეტები და ნებისმიერ დასკვნებს ჩვენს ხალხთან ერთად ვაკეთებთ“, – განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, პიტ ჰეგსეტმა გუშინ განაცხადა, რომ აშშ-ს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება ომის დასრულებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებებით მიღწეული შეთანხმების რეალურ შედეგად არ მიაჩნია.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/123777616_gazmanov-300x169.jpg)