ჰერჩინსკის გამოსვლა იყო სწორედ ამის დემონსტრირება, რა არის ევროპული კულტურა, ევროპული ქცევა, ევროპული პოლიტიკური ეტიკეტი დ.ა.შ. მე ვფიქრობ, რომ კარგად გამოჩნდა განსხვავება მის გამოვლასა და დანარჩენ გამოსვლებსა და მიდგომებს საკითხისადმი […]
სამწუხაროა, რომ ქართული ოცნება ვერ მოიქცა ევროპულად და სახელმწიფოს მეთაურსაც კი, არაფერს ვამბობ სხვებზე, არ შესთავაზა, მისალმებოდა შეკრებილ საზოგადოებას. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ სწორი იყო პრეზიდენტის იქ ყოფნა […] ერთპარტიულ ჭრილში სამყაროს აღქმა – ეს არის დრომოჭმული და ეს აუცილებლად დასრულდება. ამიტომაა საჭირო, რომ დროზე ვიაროთ წინ, ევროპისკენ.
