„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და მისი პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი“ დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს პირველ სხდომას გამართავს

„ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია, რომლის მიზნად განსაზღვრულია 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შესწავლა, დღეს პირველ სხდომას გამართავს.
დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა საორგანიზაციო ხასიათის იქნება – სხდომაზე აირჩევენ კომისიის თავმჯდომარეს, კომისიის მდივანს და კომისიის დებულებას დაამტკიცებენ.
ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ კომისიაში , ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, და პაატა სალია წარადგინა.
საპარლამენტო ოპოზიციის სტატუსით, კომისიაში იქნებიან „ხალხის ძალის“ წევრები სოზარ სუბარი და გურამ მაჭარაშვილი, ხოლო „ევროპელი სოციალისტებიდან“ – ილია ინჯია.
საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა სულ ათი წევრით არის განსაზღვრული. კომისიაში ორი ადგილი ვაკანტური რჩება და ის განკუთვნილია პარტია „გახარია საქართველოსთვის” წევრებისათვის.
არსებული ინფორმაციით, საგამოძიებო კომისია ექვსი თვე იმუშავებს.