არ ვფიქრობ, რომ ეს პრაქტიკულია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, შეეწინააღმდეგება თუ არა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას.
მისი თქმით, დიდი ხანია მიდის საუბარი იმაზე, რომ უკრაინა ნატო-ში ვერ გაწევრიანდება და ის ამას ეთანხმება.
„არ ვფიქრობ, რომ ეს პრაქტიკულია. ვიცი, რომ თავდაცვის ახალმა მდივანმა, რომელიც არის შესანიშნავი, პიტ ჰეგსეტმა, გააკეთა განცხადება დღეს, რომელშიც ნათქვამია, რომ მას მიაჩნია, რომ ეს ნაკლებად სავარაუდოა ან არაპრაქტიკული. ვფიქრობ, ეს ალბათ ასეა. დიდი ხანია ამბობენ, რომ უკრაინა ნატო-ში ვერ შევა და ამას ვეთანხმები“, – აღნიშნა ტრამპმა.
ცნობისთვის, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, პიტ ჰეგსეტმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ კიევის ნატოში გაწევრიანება არარეალურია.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/477973874_1370257904373756_3408218217755660847_n-300x242.jpg)