უშველებელი რესურსი არის დახარჯული იმისათვის, რათა გვარამიამ, ჯაფარიძემ, ვაშაძემ, ბოკუჩავამ, ხაბეიშვილმა უხელმძღვანელონ ქვეყანას

უშველებელი რესურსი არის დახარჯული იმისათვის, რათა გვარამიამ, ჯაფარიძემ, ვაშაძემ, ბოკუჩავამ, ლევან ხაბეიშვილმა უხელმძღვანელონ ქვეყანას. ეს ინტერესი არსებობს, ეს ინტერესი არ განელებულა ევროპაში, მითუმეტეს სახალხო პარტია ჯერ კიდევ მძლავრად არის და ლიბერალური ფაშიზმის რესურსი ჯერ კიდევ არ გამოლეულა, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“.
მან ვრცლად მიმოიხილა საქართველოში განვითარებული პოლიტიკური პროცესები და ისაუბრა იმაზეც, თუ რა ინტერესები იკვეთება ამ პროცესებს მიღმა.
„ეს ინტერესი უკავშირდება არა მარტო პოლიტიკურ სიტუაციას, რომელიც შენია, დაქვემდებარებულია, ცალ ფეხზე დგანან, რასაც ეტყვი გააკეთებს, არამედ უშველებელ ეკონომიკურ და სტრატეგიული ინტერესს, რასაც ჰქვია ეს დერეფანი დამაკავშირებელი აზიისა და უშველებელი რესურსებისა ევროპულ ბაზრებთან. რასაკვირველია ამის „დათრევა“ (სწორ სიტყვას ვამბობ) არის ის ამოცანა, რომელიც დღეს კიდევ დღის წესრიგშია. ბალტიისპირელები რატომ? მათ დაიწყეს თავიდან, ისინი ჩაუდგნენ სათავეში, რომ საქართველო აუცილებლად უნდა ყოფილიყო ის ადგილი (ამას უკვე ჩვენებიც აღარ მალავდნენ), სადაც თავის სამხედრო ძალების დიდ ნაწილს დახარჯავდა და საშუალებას მიცემდა ბალტიისპირეთის ქვეყნებს, ამოესუნთქა შესაძლო აგრესიის პერსპექტივისაგან. რეალობას შევხედოთ, ხომ ყველამ ვიცით 20% ოკუპირებულია, აგერ რამდენიმე ასულ მეტრში დგას ოკუპანტი ძალების საკმაოდ სერიოზული სამხედრო რესურსი, როგორ შეიძლება, რომ ამ ქვეყანას ერჩოდე ხომ?! ლოგიკური კითხვა იბადება და ამის პასუხი არის იმდენად ცივსისხლიანი და პრაგმატული, რომ შეიძლება არც დაიჯეროს ადამიანმა.
რასაკვირველია დემოკრატია „იქნება“, თუკი იმ ადამიანებს მოიყვან ხელისუფლებაში, რომლებმაც წლების განმავლობაში არყიეს ოპოზიციაში ყოფნის დროს საკუთარი ქვეყანა და როცა ხელისუფლებაში იყვნენ უამრავი ადამიანის სისხლი კი არ დაღვარეს მარტო, განზრახ დაღვარეს. სისტემა შექმნეს სადისტური მმართველობის და რასაკვირველია დემოკრატია მხოლოდ მათი დახმარებით შეიძლება ააშენო. ან და გადახედეთ აი ამ ხალხსაც, ნახეთ როგორი ტენდენცია დაიწყო, რომ ეს ხალხი, ვინც არის გამოსული და აპროტესტებს „საქართველოს რუსეთისკენ სვლას“, ეს ხალხი არ არის ის, ვინც მხარს უჭერს ყოფილ ხელისუფლებას და კოლექტიურ ნაცმოძრაობას და ამაზე ახლა, ახალ ტენდენციებზე ქმნიან ახალ ნარატივს. იქ უცებ გამოჩნდა ბოკერიას ფლანგი, კიდევ ვიღაცები გამოჩნდნენ, უნდათ ნელ-ნელა ჩახსნან. ძველი ნაცმოძრაობა – ბოკუჩავა, ახალი ნაცმოძრაობა – გვარამია, მაინც ეპოტინებიან, არ უშვებენ ამ სიტუაციას ხელიდან.
ცირკი მოაწყვეს, ევროპარლამენტის წინაშე გამოდიან, სადაც საერთო დეპუტატები არ სხედან და მაშინ, როგორ მახსოვს სააკაშვილზე რომ ტიროდა ცხარე ცრემლებით, რომ მას დემენცია აქვს და ახლა იგივე პათოსით გამოდის მაღალი ტრიბუნიდან და ახალ ტყუილს ამბობს, რომ თურმე პოლიციელს უნდა გაარტყა და ეს ჩვეულებრივი ამბავია“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

მოკლედ უთხრეს ამერიკელებმა უკრაინელებს – 2014 წლის მდგომარეობით უკრაინას ტერიტორიები აღარ ექნება, ნატოში ვერ შეხვალთ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რუსეთთან ჩვენ მოვილაპარაკებთ, ევროკავშირსა და მათი სახელმწიფოების ლიდერებს არაფერი ესაქმებათ რუსეთ-უკრაინის ომთან

როგორ ჯდება ყალბ “იზოლაციაში” ე.წ. პრორუსული და ე.წ. ანტიდასავლური საქართველოს მთავრობის თავდაცვის მინისტრის მორიგი მაღალი დონის შეხვედრები ნატოში? ვერანაირად, რადგან უზნეოდ გამოგონილი ნარატივები კონკრეტული მტკიცებულებებით არასოდესაა გამყარებული

ევროკავშირი დღეს აღარ არის საერთაშორისო პოლიტიკის სუბიექტი, სრულად არის დაკნინებული და ევროპის ტერიტორიაზე უსაფრთხოების საკითხებს ისე განიხილავენ აშშ და რუსეთი, რომ მაგიდასთან ევროკავშირის ლიდერების ყოფნა აზრადაც კი არ მოსდით

საგამოძიებო კომისიას შედეგი აუცილებლად ექნება – ხალხი პროცესითაც ისიამოვნებს – მათ გავახსენებთ ბევრ რამეს, რაც ნაცმოძრაობას გაუკეთებია, შემდეგ კი „ნაცმოძრაობა“, როგორც პარტია, ქართულ პოლიტიკას სამართლებრივად ჩამოშორდება