ჰეგსეთმა ეჭვქვეშ დააყენა ნატოში უკრაინის მიღება და გამორიცხა უკრაინაში -ის სამშვიდობო ძალების გაგზავნა

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა ბრიუსელში, უკრაინის საკითხებთან დაკავშირებული საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე, რამდენიმე განცხადება გააკეთა უკრაინის უსაფრთხოების თაობაზე. მან ეჭვი გამოთქვა, რომ ეს გარანტიები „ევროპული და არაევროპული ძალების მიერ“ უნდა იყოს უზრუნველყოფილი.
„თუკი რაღაც მომენტში უკრაინაში სამშვიდობო ძალები განლაგდება, ეს უნდა იყოს არა ნატოს მისიისა და არა კოლექტიური უსაფრთხოების მე-5 მუხლის ფარგლებში,“ აღნიშნა მან.
მან ასევე თქვა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების არავითარი შედეგის პირობებში არ გაგზავნის უკრაინაში სამხედრო კონტინგენტს.
ჰეგსეთმა, რომელიც ევროპაში პირველად ჩავიდა პენტაგონის ხელმძღვანელის სტატუსში, საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა, რომ აშშ სერიოზულ ეჭვებს გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, შეძლებს თუ არა ომის შემდეგ ნატოში გაწევრიანებას.
„აშშ-ს არ მიაჩნია ნატოში უკრაინის გაწევრიანება დიპლომატიური დარეგულირების რეალისტურ შედეგად“, თქვა ჰეგსეთმა.
მან ასევე თქვა, რომ მოკავშირეებმა უნდა აღიარონ, რომ ვერ დაუბრუნდება 2014 წლამდელ საზღვრებს.
ამასთან, მან დასძინა, რომ ამერიკა შეეცდება, მიაღწიოს ომის შეწყვეტას და სისხლისღვრის დასრულებას.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი: შეცდომაა, როცა აგრესორს რაღაცის წართმევის უფლებას აძლევ. ეს დიდი შეცდომა იყო თავიდანვე, 2014 წელს და მანამდეც, საქართველოზე თავდასხმისა და მისი რეგიონების ოკუპაციის დროს