NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე ამბობს, რომ ალიანსი ყურადღებით და გარკვეული შეშფოთებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.
ეს განცხადება მარკ რუტემ საქართველოში არსებული ვითარების შესახებ თამარ ნუცუბიძის კითხვის პასუხად გააკეთა.
“მე უკვე გავაკეთე მანამდე განცხადება საქართველოში არჩევნების შედეგებზე და ასევე ჩვენს სურვილზე, საქართველო დარჩეს ევროკავშირისკენ, NATO-სკენ მიმავალ გზაზე, ჩვენი ღირებულებების შესაბამისად, როგორიცაა დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები. […] ცხადია, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს, რაც საქართველოში ხდება, გარკვეული შეშფოთებით”, – ამბობს მარკ რუტე.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/3cauv8hjj9vtho8-VqiPjf-300x169.jpeg)