ქვეყანა ვითარდება, ვითარდება სტაბილურად, ეკონომიკური პროგრესი რაც გვაქვს, განსაკუთრებით ბოლო 4 წლის განმავლობაში, არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით ვითარების გაუმჯობესებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბაიში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს, პოლიციასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს სტრუქტურები აკეთებენ ყველაფერს, რათა საქართველოში გარემო იყოს უსაფრთხო, როგორც მოქალაქეებისათვის, ასევე ვიზიტორებისთვის.
„საზოგადოებრივი უსაფრთხოების მაღალ დონეს ბევრი ფაქტორი განაპირობებს. მინდა, კონკრეტულად მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, პოლიციას, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომლებიც აკეთებენ ყველაფერს იმისათვის, რომ საქართველოში გარემო იყოს უსაფრთხო როგორც ჩვენი მოქალაქეებისათვის, ასევე ჩვენი ვიზიტორებისთვის. ბევრი ფაქტორია, ქვეყანა ვითარდება, ვითარდება სტაბილურად, ეკონომიკური პროგრესი რაც გვაქვს, განსაკუთრებით ბოლო 4 წლის განმავლობაში, არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით ვითარების გაუმჯობესებას. ბევრი ფაქტორი ერთად, კომპლექსურად უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენ ვართ მოწინავე ქვეყანა უსაფრთხოების მაღალი დონით. მომავალშიც უნდა განვაგრძოთ ზრუნვა, რომ ეს მაღალი დონე შევინარჩუნოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/kuala-lumpur-airport_w_h-NZ2Boc-300x169.jpeg)