უკრაინის თავდაცვის მინისტრი აშშ-ის თავდაცვის მდივანს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსტემ უმეროვი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„პირველი შეხვედრა აშშ-ის თავდაცვის ახალ მდივანთან, პიტ ჰეგსეტთან“, – წერს უკრაინის თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი.
ცნობისთვის, აშშ-ის თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეტი დღეს ბრიუსელში ჩავიდა, სადაც უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. ამასთან, ხვალ, ბრიუსელში ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართება.
ipn.ge
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/kuala-lumpur-airport_w_h-NZ2Boc-300x169.jpeg)