ბიძინა ივანიშვილმა ამომწურავად უპასუხა, როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარის ყველა შეკითხვას, უფრო მეტიც, უპასუხა შეკითხვებს, რომელიც თავისი შინაარსით იყო განსარიდებელი, ამიტომ, განმარტებები, რაც ბრალდებულმა ბაჩიაშვილმა გააკეთა, იყო სიცრუე

ბიძინა ივანიშვილმა ამომწურავად უპასუხა, როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარის ყველა შეკითხვას, უფრო მეტიც, უპასუხა შეკითხვებს, რომელიც თავისი შინაარსით იყო განსარიდებელი, ამიტომ, განმარტებები, რაც ბრალდებულმა ბაჩიაშვილმა გააკეთა, იყო სიცრუე
მინდა განვმარტო დეზინფორმაცია რასაც ამ საქმესთან დაკავშირებით ადგილი ჰქონდა. წინა პროცესზე ბატონმა ბრალდებულმა განმარტა, თითქოს, არ პასუხობდა გარკვეულ შეკითხვებს, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა თეიმურაზ წიქვაძემ, გიორგი ბაჩიაშვილის ბრალდების საქმეზე საუბრისას.
ადვოკატის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა ყველა დასმულ შეკითხვას ამომწურავად უპასუხა. უფრო მეტიც, წიქვაძის თქმით, ივანიშვილმა უპასუხა ისეთ შეკითხვებსაც, რომლებიც განსახილველ საქმესთან შემხებლობაში არ იყო, სწორედ იმ მიზნით, რომ ვინმეს არ ეთქვა, თითქოს დაზარალებული მხარე რომელიმე კითხვას თავს არიდებს.
„მინდა განვმარტო საზოგადოებისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ამომწურავად უპასუხა, როგორც ბრალდების ისე დაცვის მხარის ყველა შეკითხვას, რაც მათ გააჩნდათ. უფრო მეტიც, უპასუხა ისეთ შეკითხვებს, რომელიც თავისი შინაარსით იყო განსარიდებელი, რაც ნიშნავს იმას, რომ არ ჰქონდა შემხებლობა დავის საგანთან, ანუ განსახილველ სისხლის სამართლის საქმესთან სწორედ იმ მიზნით, რომ შემდგომ ვინმეს არ გაეცხადებინა, რომ რაიმეს თავს ვარიდებთ, ჩვენ, დაზარალებული მხარე. ამიტომ, ის განმარტებები, რაც ბრალდებულმა ამასთან დაკავშირებით გააკეთა იყო სიცრუე.“ – აღნიშნა თეიმურაზ წიქვაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პირველ ლედის, ქართულ ენაზეც რომ წაეკითხა სიტყვა, ზუსტად იგივე მღელვარება ექნებოდა და ეს მოსდით ადამიანებს, ვისაც ზედმეტად მეტი პასუხისმგებლობა აქვთ იმ აუდიტორიასთან, რომლის წინაშეც გამოდიან

ილია მეორის სიბრძნე, სიმტკიცე და შეუდრეკელი მსახურება გახდა ის ძალა, რომელმაც გააძლიერა ეკლესია, გააერთიანა საზოგადოება და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის საერთაშორისო აღიარებაში – ირაკლი ჩიქოვანი

სააკაშვილის დღევანდელი განცხადება, თითქოს პატრიარქს ბიძინა ივანიშვილმა გადადგომა შესთავაზა – ფანტაზიის ნაყოფია. მათი მიზანი პატრიარქსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ურთიერთობის დაძაბვა იყო, ახლა კი ცდილობენ ივანიშვილის რეპუტაცია შებღალონ